LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,არასდროს ვყოფილვარ ჭირისუფალი, ახლა ვარ”-ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია

,,არასდროს ვყოფილვარ ჭირისუფალი, ახლა ვარ”-ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია

დაპოსტა 2021/07/12-ში
A A
60
ნახვა
გაზიარება

ამ თემას ასე საჯაროდ ბოლოჯერ შევეხები, ახლა ჩემი საქმით და მიკროფონით უნდა გავაგრძელო ბრძოლა, – “ტვ პირველის” ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელსაც 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები თავს დაესხნენ, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“მანამდე კი მოგიყვებით ცოტას ყველაფერზე და ცოტას ლექსოზე.

ძალიან აქტიური იყო, სულ ლაპარაკობდა, არასდროს ჩერდებოდა, პირველად რომ წავედით გადაღებაზე მითხრა: წლებია ოპერატორი ვარო, მერე ჩვენთან ხმები დადიოდა  – “იცით ეგ რამდენი წელია ძალიან პროფესიონალიაო”.

გადაღებაზე რომ მივდიოდით ძალიან ბევრ კადრს იღებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო რესპონდენტი, სანამ რაკურსი არ მოეწონებოდა, იქამდე აწვალებდა.

მე ასეთი ჩვევა მაქვს, მანქანაში წინა სავარძელზე ვჯდები, არადა წესით ეგ ადგილი ოპერატორებისთვისაა განკუთვნილი – ყველა ყოველთვის მითმობს, ლექსოც სულ ასე იქცეოდა, სიმღერები გვიყვარდა და სულ ჩართული გვქონდა გადაღებაზე წასვლამდე.

5 ივლისს ოპერატორების ოთახში რომ ჩავედი მე წამოგყვებიო მითხრა, მერე არ ვიცი, ალბათ გული უგრძნობდა, მირანდა, იცოდე, რამე ძალადობაზე თუ გადმოვლენ მაგრად ვიჩხუბოთო – იცოდა, რომ სულ შეიძლებოდა ჩემი ნდობა – ვიჩხუბეთ, მართლა ვიჩხუბეთ, თან ბოლომდე ვიჩხუბეთ.

არავისთვის მითქვამს, როცა ყველაფერი დაგვიმტვრიეს, ლექსო სასტიკად სცემეს, ტელევიზიას მხოლოდ ლექსოს ტელეფონით მივაწვდინეთ ხმა. 

არ გვითქვამს, რა დაზიანებები გვქონდა, უბრალოდ ტექნიკის განადგურებაზე ვუთხარით, ერთი მოვიფიქრეთ რომ ლექსოს ტელეფონიდან ლაივი ჩაგვერთო, იცით რა ქნა ნაცემმა დასისხლიანებულმა ლექსომ? –  ტელეფონი გამომგლიჯა, წინ დამაყენა და თვითონ მიღებდა, მაინც მიღებდა !!!

ყოფილ ცოლთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, სულ მეუბნებოდა, ძალიან მოსწონხარ “ისე უფრო ლამაზიაო”- ამბობსო.

უხაროდა, იცი რა თანამედროვე ურთიერთობა გვაქვს ვმეგობრობთო, წელს თაია ერთად უნდა წაეყვანათ ზღვაზე და ემზადებოდა.

დილის 6 საათზე ძაღლს მზიურში ასეირნებდა…

ნიუსიდან წასვლა უნდოდა, ოღონდ არა პროფესიიდან, კურსებზე უნდა ჩაწერილიყო და სტედიკამზე ემუშავა.

5 ივლისს,  “სირცვილიას” ოფისში რომ ვიყავით გაუკვირდა, გოგოო ამ პარკეტის გადაღებაზე შენ რანაირად გამოგიშვესო – მერე თვითონვე მიხვდა სულ ეპიცენტრში ხარ და ალბათ დაგინდესო, რომ დაიწყო განგაში ჩვენკენ მოდიანო მე და ლექსო მშვიდად ჩამოვდიოდით კიბეზე, გვეგონა არაფერს დაგვიშავებდნენ.

დიდი დიდი ეთქვათ ნუ გვიღებო – ხმა რომ გავიგეთ შუშების მსხვრევის უკვე ლაივუ მომზადებული ჰქონდა, არ სჭირდებოდა ჩემი თქმა, კამერა გაასწორე-თქო, მაგრამ მაინც ვუთხარი და ამას ძალიან ვნანობ.

რაც აღარაა მას შემდეგ თავს ვიდანაშაულებ, ოღონდ, ყველაფერი გავიაზრე. ისიც ვიცი, რომ ამას აზრი არ აქვს, ამ პროფესიაში იმიტომ მოვდივართ რომ რისკებიც გათვლილი გვაქვს და უშიშარი გოგო-ბიჭები ვართ.

ვახვევ ყველა დეტალს და ვფიქრობ, იყო თუ არა შანსი გამოძვრომის, ახლა თუ გავიღიმებ სინდისი მაწუხებს, საჭმელს თუ ვჭამ, მცხვენია.

თუ რამე ვიდეოს ჩავრთავ, ხმას ვუწევ, მგონია რომ სირცხვილია.

შინაგანად ძალიან ვგლოვობ, მართლა არასდროს ვყოფილვარ ჭირისუფალი, ახლა ვარ  – ვიცი, რომ ისევ ვიცეკვებ. ისევ გავიღიმებ, ისევ გავაგრძელებ ცხოვრებას ალბათ ძალიან მალეც, ეს კანონზომიერებაა.

ლექსო სულ დარჩება სადღაც ჩემში, ბევრი წელი დარჩება… ამით ცხოვრება უფრო სხვანაირი გახდება, მაგრამ უფრო შეგნებული.

ყველას ძალიან გთხოვთ, რომ ამაზე აღარ მასაუბროთ, არც სატელევიზიო ფორმატში და არც ისე. 

რა უცნაურია სულ ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი, ახლა ამას მთელი გონებით და გულით მივხვდი. არც ერთი წამით, სისუსტე არ მიგრძვნია.

მედია არის ძალა, ამ დღის შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე რეპორტიორს უბრალოდ შეურაცხყოფასაც თუ მიაყენებთ, პირადად მე მოგთხოვთ პასუხს. 

ეს პოსტი მინდა იყოს ჩემი და ლექსოს მოგონება და არაფერი სხვა, 47 წამიანი ბოლო კადრი მინდა იყოს ამ ქვეყანაში ახალი ერის საწყისი.

მადლობა ყველას, პასუხი ვერავის ვერ გაგეცით ვერაფერს გეტყოდით, მადლობაც კი ხელოვნური იქნებოდა იმ წამს – ახლა გეტყვით მადლობას.

“მირანდა ამ ამბავს სტარსბურგში ხომ წავიღებთ?!!”  – კი ლექსო, ყველგან წავიღებ, გპირდები, თაიასაც ვპირდები”, – წერს მირანდა ბაღათურია სოციალურ ქსელში.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა
მთავარი

ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ზალცბურ­გში ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ბან­კმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა - მათ ფული უკან და­აბ­რუ­ნეს: "12 000 ევრო მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ბან­კში მო­ე­ცათ. დაგ­ვით­ვა­ლეს და გა­მოგ­ვა­ტა­ნეს.მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

„რატომ ქრება აფთიაქებიდან ბიუჯეტური წამლები?“

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

"ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი...

დაწვრილებითDetails

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

"სულ მეფიქრება, ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე წერს. "დღევანდელ პოსტს...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ღვინის 58 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა
ეკონომიკა

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:  „თელიანი ველი“; „თბილღვინო“;...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში “ტვ პირველი” ერთ კვირაზე მეტია გათიშულია – ზურაბ ცეცხლაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...

დაწვრილებითDetails

“შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა”- ეროვნული ბანკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა. „ეროვნული ბანკი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ნერვიულობისგან დაიღუპა მძღოლიც

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს ” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,...

დაწვრილებითDetails

“საფრანგეთში აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ…კომენტარიც არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ’- ლევან მაჭავარიანი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები… შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ – ლევან მაჭავარიანი
მთავარი

როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ...

დაწვრილებითDetails

“რაც მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში იქნება გამოქვეყნებული, წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"