მეუფე ანტონი ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოებს მიმართავს. მისი თქმით, დიპლომატები უზნეობას ისე ფუთავენ, რომ ყველას მოაწონონ და მასობრივ არეულობებს აწყობენ.
“რაიო? შეურაცყობილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა , რომლითაც აღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო?
ყველას პირში არ არის და არც იქნება მარწყვის გემო. რა გამოგილევთ გვარამიებს, უგულავებს, ფსევდო ჯაფარიძეებს, კაცთმოძულე ბერძენიშვილებს და უმგვანო დიაცთ, რომელთა სახელების ხსენება უხსენებელისავითაა…
მაგრამ იცოდეთ, ჩვენც ვართ!!! ვერ გიშველით შეფუთული 17 მილიარდი, რომელიც ვითომ ჩვენი კეთილდღეობისთვისაა, ვხვდებით უკვე ყველაფერს…”, – წერს მეუფე ანტონი.










