LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კვლევისა და ექსპერიმენტის საგანგაშო შედეგები – რატომ არ სარგებლობენ მოქალაქეები, იმერეთში, ელექტრონული სერვისებით

კვლევისა და ექსპერიმენტის საგანგაშო შედეგები – რატომ არ სარგებლობენ მოქალაქეები, იმერეთში, ელექტრონული სერვისებით

დაპოსტა 2021/07/12-ში
A A
265
ნახვა
გაზიარება

“არ ვიყენებ, საერთოდ არ ვიცი რა სერვისები აქვთ, მერიასთან ურთიერთობაც კი არ მსურს” – ასე გვპასუხობენ მოქალაქეები კითხვაზე, იყენებენ თუ არა ქუთაისში მერიის ონლაინ სერვისებს, მათ შორის ცხელ ხაზს.

 

იმერეთის მუნიციპალიტეტი 12 მერიას მოიცავს, თითოეულ მათგანს საკუთარი ცხელი ხაზი, ვებ და FACEBOOK გვერდები აქვთ, რომლის საშუალებითაც, მოქალაქეებსა და დაინტერესბულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება უნდა შეეძლოთ.

ჟურნალისტი, თამარ ქავთარაძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას იხსენებს, თუ რა პრობლემებს გადააწყდა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას.

 

მოქალაქეების განწყობა ონლაინ სერვისებთან დაკავშირებით, საჯარო მმართველობის რეფორმის სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებით, რეგიონალური ინიციატივების ცენტრის ,,ნათელი მომავალი“ კვლევაშიც აისახა. როგორც ირკვევა, დაინტერესებული ადამიანები ყველაზე ხშირად არა ადგილობრივ, არამედ ცენტრალურ სერვისებს მოიხმარენ. კვლევის შედეგებს საჯარო მმართველობის რეფორმის ექსპერტი, ნინო დოლიძე საგანგაშოს უწოდებს.

Loading...

Loading…

როგორც “მეგა ტვ”-თან საუბრისას პროექტის “საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგი ინფორმირებულობის გზით” კოორდინატორი მარიკა ვაჭარაძე ამბობს, მიუხედავად იმისა რომ, კვლევაში ჩართულ ადამიანებს ინტერნეტთან წვდომა და კომპიუტერული უნარ-ჩვევები აქვთ, მოსახლეობას მუნიციპალურ ელექტრონულ სერვისებზე ინფორმირება აკლია.

მუნიციპალიტეტების მიერ შეთავაზებულ სერვისებში ცხელი ხაზი ერთ-ერთი პრიორიტეტულია. მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვირს მიზნით, “მეგა ტვ”-მა ექსპერიმენტი ჩაატარა. ჩვენ იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის მერიის ვებ ან “FACEBOOK” გვერდზე მითითებულ ცხელ ხაზებზე მოქალაქის სახელით დავრეკეთ და თითოეული მათგანზე მედიკამენტების პროგრამის არსებობის შესახებ ვიკითხეთ. ნახეთ რუკაზე იმერეთის რომელ მუნიციპალიტეტში როგორ გვიპასუხეს.

რეგიონში მუნიციპალური ონლაინ სერვისებისადმი ცოდნისა და ნდობის პრობლემების შესახებ საუბრობს პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა” ავტორი ნანა თოშხუა. როგორც  ის “მეგა ტვ”-თან აღნიშნავს პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქუთაისში. ნანა თოშხუას თქმით პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების წარმოჩენა, ადვოკატირება  და მოგვარება, რა დროსაც გამოიკვეთა რომ მოქალაქეებს სხვადასხვა საკითხის გადაჭრა დამოუკიდებლად უჭირთ.

arabela · დაბალი იყო ხელისუფლებისადმი ნდობა, რომ გარჯის მიუხედავად პრობლემა გადაიჭრებოდა – ნანა თოშხუა

 

საჯარო მმართველობის რეფორმის ექსპერტი ნინო დოლიძე “მეგა ტვ”-თან მსოფლიო მაგალითებს ყვება და აღნიშნავს რომ, სკანდინავიის ქვეყნებში, ონლაინ სერვისებში ექიმის მომსახურებაც კი შედის, ისე რომ ასაკოვან ადამიანს, რომელიც ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობს, შეუძლია გადაადგილების გარეშე მიიღოს სასურველი ინფორმაცია.

 

ექსპერტი, ასევე ყურადღებას ამახვილებს თუ როგორ უნდა მუშაობდეს თავად ინფორმაციის მიმწოდებული. მისი თქმით სერვისების მიწოდების ხარისხის ამაღლებაში მნიშვნელოვანია  საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართულობა, დარგის მიმართულებით საჯარო პოლიტიკის შემმუშავებლების ჩართულობა. როგორც ნინო დოლიძე ამბობს, საქმინობის განხორცილებაში მნიშვნელოვანია იმ კანონმდებლობის დაცვა, რომელიც პირად, სახელმწიფო და კომერციულ საიდუმლოებას მოიცავს, თუმცა როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საჯარო უწყებები ამ კანონს ძალიან ცუდად იყენებენ.

 

“ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ფუთავდნენ ან კომერციულ საიდუმლოებად ან როგორც გარკვეულ მნიშვნელოვან მონაცემებს, რომლის გაცემაც არ შეიძლება საჯაროდ, მაგალითად ეს ეხებოდა ვაქცინაციებს.  ცალსახააა, თუ ინფორმაცია არის ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაშინ ყველა სხვა დანარჩენი, აი ეს დაცულობა, ამ ინფორმაციის, იკლებს და მოსახლეობას აქვს უფლება, რომ ეს ინფორმაცია მიიღოს. ეს ეხება როგორც ვაქცინაციებს, ისე თუნდაც თქვენ მიერ ნახსენებ მედიკამენტებს.” – აცხადებს, საჯარო მმართველობის რეფორმის ექსპერტი ნინო დოლიძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას.

 

თემაზე მუშაობის დროს გაირკვა, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტების მერიების ვებ-პლატფორმები არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ზოგი მათგანი საერთოდ არ მუშაობს, ნაწილზე კი სასურველი ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია. მაგალითისთვის სამტრედიის ვებ-გვერდზე ბოლო ინფორმაცია 2019 წელსაა განთავსებული, ხოლო მითითებული Facebook-ის ოფიციალური გვერდის მისამართით, ქუთაისის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გადავდივართ. ინფორმაცია არ განახლებულა 2020 წლის შემდეგ საჩხერის მერიის ვებ-გვერდზე. ასევე, არასწორადაა ჩაშენებული ხონის მერიის ვებ-გვერდის მისამართი imereti.gov.ge-ს საიტზე. შეუძლებელია ზესტაფონისა და თერჯოლის ვებ-გვერდების პოვნა, მიუხედავად იმისა რომ მათი მისამართები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საიტზე მითითებულია.

ამ მდგომარეობის ფონზე, როგორი უნდა იყოს მერიების ელექტრონული სერვისები, რა გამოწვევებს უნდა პასუხობდნენ მუნიციპალიტეტები და რისი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს, “მეგა ტვ” ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტს ნინო ლოლაძეს ესაუბრა:

 

საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება ქვეყნაში  ელექტრონულ პორტალ My.gov.ge-ზე სერვისების რაოდენობა 646-მდე გაიზარდა, მათ შორის მოიაზრება იმერთის მუნიციპალიტეტებიც. როგორც თემაზე მუშაობის დროს გაირკვა იმერეთში მომსახურების ელექტრონული სერვისები გაუმჯობესებას, მუდმივ განახლებას, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებასა და მეტ სიმარტივეს მოითხოვს. და რაც მთავარია, ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონში არსებული ელექტრონული სერვისების შესახებ მეტი ინფორმაცია და წვდომა ჰქონდეთ.

 

ავტორები: თამუნა გრიგალაშვილი, თათია ახვლედიანი

თეგები: PARელექტრონული სერვისებითამუნა ქავთარაძეიმერეთის მუნიციპალიტეტებიიმერეთის მუნიციპალიტეტიმარიკა ვაჭარაძენანა თოშხუანინო დოლიძენინო ლოლაძესამტრედიასაჯარო მმართველობაქუთაისიწყალტუბოხარაგაულიხონი
გაზიარება106

დაკავშირებული -პოსტები

„ეს ყველაზე საშიშია ბავშვებისთვის“ – ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“გრი­პი გავ­რცე­ლე­ბის მი­ხედ­ვით მაქ­სი­მა­ლურ ციფრ­ზეა”-ივა­ნე ჩხა­ი­ძე
მთავარი

აუზის წყალი ყველაზე საშიშია ბავშვისთვის, ბევრად უფრო რისკის შემცველია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს. „ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დიარეა...

დაწვრილებითDetails

რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ ჩატარდება

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ახალი კანონპროექტი : საქართველოში ყველა ძაღლი დაიჩიპება
მთავარი

ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე განცხადებით, დღეს სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული...

დაწვრილებითDetails

შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ სოფელ ქვენატკოცას მიმდებარედ, მდინარე ფცაზე, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე,...

დაწვრილებითDetails

ქმარი ცოლს ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

რუსთავში ქმარი ცოლს ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდა - კაცი დააკავეს.  ინფორმაციას ამის შესახებ Info Rustavi ავრცელებს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

დღეს ზღვამ ყველაზე ძვირფასი უკან დააბრუნა… მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ყველა ელოდა ნოდარ დარჩიძის ცხედარი ნაპოვნია 🥹😭 რამდენი ლოცვა, რამდენი იმედი, რამდენი ცრემლი… ყველას სჯეროდა, რომ ნოდარი ცოცხალი დაბრუნდებოდა. ოჯახი...

დაწვრილებითDetails

8 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი დღე ხელს შეგიწყობთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში. სამსახურში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, ხოლო პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო მოთმინება დღეს თქვენი მთავარი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით 07:35 საათზე, ონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ ირიში 3.2 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – გაფრთხილება ამინდზე

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.   „9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"