საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვარშავაში გამართულ ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი წარმატებით გამოვიდნენ და ოქროს მედლები დაისაკუთრეს.
საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პოლონეთის ნაკრები 45:34 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი უკრაინას სძლია 45:43.
საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები, ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაში გააგრძელებს ასპარეზობას, რომელიც 9-12 ივლისს გაიმართება.