ბათუმის ქუჩები დაიტბორა. ძლიერი წვიმის შემდეგ წყლის დაგროვება ქალაქისთვის ჩვეული მოვლენაა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ ფაქტის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს Facebook-ზე ავრცელებენ.
ქალაქის დასუფთავების სამსახური წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს უახლოეს პერიოდში ჩაატარებს, მანამდე კი ავტომობილებს დატბორილ ქუჩებში უწევთ გადაადგილება.










