ანსამბლმა „ნადური“ უკრაინის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან” არსებული ფოლკლორული ანსამბლის მენეჯერი მამუკა ჩხეტიანი ამბობს, ქართულმა ხალხურმა სიმღერამ და საეკლესიო გალობამ ფესტივალის ყველა მონაწილე მოხიბლა.
„ჩვენ ვიყავით ხერსონის ოლქში ქალაქ სკადოვსკში, სადაც ათამდე სხვადასხვა ქვეყნის ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. შედეგიდანაც ჩანს, რომ აღფრთოვანებული დარჩნენ ქართული პოლიფონიური ფოლკლორით. „ნადურმა“ სამშობლოში უმაღლეს ჯილდოსთან ერთად უკრაინელი ხალხის დიდი სითბო და სიყვარული ჩამოტანა.“ – აღნიშნა მამუკა ჩხეტიანმა.
“STARS SKIFF” ფესტივალზე დასწრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით მოხდა.
წყარო: წყალტუბოს მერია










