” დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 15000 მდე პაციენტია ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში. საგანგაშო რიცხვი ის არის, რომ 54000 ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი გვყავს. თუ არ ვცდები ბოლო კვლევა ჩატარდა 2018 წელს, კვლევების მიხედვით ყოველწლიურად იზრდება ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები არიან მძიმე მომხმარებლები, რომლებიც დაავადებულები არიან ნარკოტიკებით, ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ შექმნილი, აუცილებელი არის მათთვის ნარკოტიკის მიღება , ყოველდღიურად ბრძოლობენ, რომ თავისი დოზა მოიპოვონ. აქ არ შედის მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკის მომხმარებელი.”- განაცხადა ზაზა ქარჩხაძემ ,,მეგა ტვ”–ს ეთერში, გადაცემაში ,,შუადღე ქუთაისი”.
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...









