მეშახტეები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. ტყიბულში აქცია დღეს 06:00 საათიდან დაიწყო. მათ მოთხოვნაში სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის გაზრდაა.
მეშახტე-მაღაროელთა პროფკავშირში ამბობენ, რომ მეშახტეებმა გაფიცვის გადაწყვეტილება უშედეგო მედიაციის შემდეგ მიიღეს. ისინი აცხადებენ, რომ მათი პოზიციების მიხედვით, ხელფასის ოდენობა 450-800 ლარს შეადგენს, რაც არსებული სამომხმარებლო ფასებისა და სამუშაოს სიმძიმის მიხედვით, მცირეა.
გაფიცვაში მონაწილეობას 400-მდე თანამშრომელი იღებს.









