ყვითელი პარიკი და წითელი ველოსიპედი – როგორ ემალებოდა გამოძიებას ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი “სემსოტა”.
ირკვევა, რომ მკვლელობისთვის ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელსაც თელი ქვეყნის მასშტაბით 3 კვირის განმავლობაში ეძებდნენ იმავე ქალაქის ქუჩებში დასეირნობდა.
“შალვა გულიაშვილი, იგივე “სემსოტა” უნდა გადაადგილდებოდეს ქალაქ გორში ქალის პარიკით შენიღბული” – ვკითხულობთ ფაილებში.
ნახეთ საღამოს 8-ზე ნოდარ მელაძის შაბათში, პოლიციის ფაილები, 2 კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობით დასრულებული გარჩევის საქმეზე. როგორ დაიწყო შავების ომი სახუმარო კომენტარით, ვის აფარებს ხელს პოლიცია და ვინ არის მესამე პირი, ვინც მკვლელობის ადგილზე იყო, ნახეთ ვრცლად სისხლიანი გარჩევის ამბავი.









