LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ლიზას, სხვა ბავშვებივით, თამაში და ცხოვრება უნდა

ლიზას, სხვა ბავშვებივით, თამაში და ცხოვრება უნდა

დაპოსტა 2021/07/03-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება

ლიზას გადარჩენისთვის ,,ჩერნოვეცკის ფონდის” გვერდიდან ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. :

,,ხუთი წლის განმავლობაში ბავშვმა იმდენი წამალი დალია, რომ მათგან ერთი პატარა სახლი აეწყობოდა, წამლებში გადახდილი ფულით კი პატარა ლიზი ყველა სანუკვარი ოცნების ასრულებას შეძლებდა. არადა, წამლები ძვირი არაა – ერთი აბი მხოლოდ 10 თეთრი ღირს; მაგრამ მას დღეში 12 ცალი სჭირდება!

ის ჯერ ძალიან პატარაა იმისათვის, რომ მიხვდეს, რა სჭირს. ბავშვს კი არა, ზრდასრულ ადამიანსაც კი გაუჭირდება იმასთან შეგუება, რომ ავადმყოფივით ექცევიან, როცა არაფერი აწუხებს.

„ნუ დარბიხარ, ნუ დახტიხარ… ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ეს არ ჭამო, ის არ გააკეთო… და დღეში ათასი წამლის დალევა შეიძლება?“ – უკმაყოფილოდ გვეუბნება ლიზი. – „მითხარი, რა მჭირს? რატომ არ შეიძლება ჩემთვის ის, რაც სხვა ჩვეულებრივი გოგოებისთვის შეიძლება? ისიც კი არ შეიძლება, რომ პრინცესა ვიყო, რადგან ისინი გამხდრები არიან, მე კი არა.“

გოგონა შვიდი წლისაა, აქედან ხუთი წელი მკურნალობს. რას – არ იცის, მაგრამ ახსოვს, რომ წამალი თუ არ დალია, ცუდად გახდება. იცის, რომ მისთვის ბევრი წყლის სმა არ შეიძლება, რადგან მერე ბურთივით იბერება და ისიც იცის, რომ მისთვის არც გაოფლიანება შეიძლება.

მისი დაავადება სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს: ორი წლის ასაკში ბავშვმა ხელი იტკინა და ექიმთან წასაყვანი გახდა. ექიმს მისი თვალის უპეები არ მოეწონა და გამოკვლევის შემდეგ, მშობლებს ანალიზების გაკეთება ურჩია. და ჰოი, საშინელებავ! ანალიზებმა ორგანიზმში ცილის დაუშვებელი რაოდენობა აჩვენა. მაშინვე განგაში ატეხეს – მაჩვენებელი დაშვებულ ნორმას 10-ჯერ აღემატებოდა!

 

 

– ცირა, მოგვიყევით, რა სჭირს ლიზის?

ცირა: ჩემი საწყალი გოგონა უფალს სულ იმას შესთხოვს, რომ ოდესმე თამაში და სირბილი თავადაც შეძლოს, სხვა ბავშვებივით. იცით, თურმე ბავშვი მძიმე დიაგნოზით დაიბადა, ჩვენ კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ორი წლის ასაკში ხელი რომ არ ეტკინა, ალბათ ხელებში ჩაგვაკვდებოდა და ვერასდროს გავიგებდით, რისგან.

– ეგ როგორ გავიგოთ? ბავშვს დაავადების ნიშნები არ აქვს?

ცირა: თუ პროფესიონალი არ ხართ, ვერ მიხვდებით. შეხედეთ! განა იტყვით, რომ ავად არის? პირიქით, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ კარგად ნაკვები გოგოა, რომელსაც, ალბათ, ტკბილეული უყვარს. არადა, ჩემი საწყალი გოგონა ჰორმონალური წამლების გამო გასუქდა! ხუთი წლის განმავლობაში 20,000-ზე მეტი აბი აქვს დალეული. წარმოგიდგენიათ, რამდენია?

– რა სჭირს ამისთანა? განკურნებადია? რას ამბობენ ექიმები?

ცირა: ეჰ, ლიზის ნეფროტული სინდრომი აქვს. უბრალო, ადამიანური ენით რომ გითხრათ, სისხლში ცილების დონე ნორმაზე დაბალია! ბავშვს მთელი სხეული უშუპდება და წამლები რომ არ დალიოს, შეიძლება უბრალოდ გაიგუდოს. თურქეთშიც კი გვყავდა, გვეგონა, რომ ჩვენი ექიმები შეცდნენ, რადგან  ერთი შეხედვით ბავშვი კარგად გამოიყურებოდა, არაფერი სტკიოდა, არც სიცხე ჰქონდა და თავსაც მშვენივრად გრძნობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის პატარა ორგანოებს ამ დროს მზაკვრული დაავადება ანადგურებდა! უფალმა შეგვიწყალა და განვითარებასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. ძალიან ჭკვიანი გოგონაა!

ლიზი: იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ სკოლაშიც კი დავდივარ… და ძალიან კარგად ვხატავ. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, ასე რატომ მელოლიავებიან: „ლიზი, ნუ დარბიხარ, ლიზი, ნუ ნერვიულობ… შენ მაგივრად ჩვენ გავაკეთებთ… იცით, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება რა არის? ძალიან მინდა პლანშეტი! მასში ბევრი თამაშია, რომლებშიც პრინცესებს უნდა ჩააცვა… მაგარი იქნებოდა!

– პლანშეტში კიდევ რას უყურებდი?

ლიზი: პირველ რიგში, ვიდეოებს ლამაზ პრინცესებზე. მერე მეგობარს დავურეკავდი და დიდხანს ვეჭორავებოდი! ოჰ, როგორ მენატრება! მაგრამ კომპიუტერი არ მაქვს და ალბათ არც არასდროს მექნება! ვიცი, რომ მისი ყიდვა არ შეგვიძლია.

– ცირა, რა შემოსავალზე ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

ცირა: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი ქმრის მშობლების პენსიაა, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან. მე ვერ ვმუშაობ, რადგან ბავშვებს მოვლა სჭირდებათ. ჩემი ქმარი მშრომელი კაცია, მაგრამ ახლა პანდემიის გამო არ მუშაობს. თუმცა სოფელში სამსახურის შოვნა არც პანდემიამდე იყო ადვილი, სამუშაოდ კი სადმე სხვაგან ვერ წავა და ვერ დაგვტოვებს. ლიზის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესდეს, მე კი მარტო ვერ გავუმკლავდები.

– რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

ცირა: ძალიან გვჭირდება წამლები და ფული ანალიზებისთვის. სავალდებულოა, რომ ცილების დონე ყოველთვიურად ვაკონტროლოთ, ექიმთან ვიაროთ, ულტრაბგერითი და სხვა გამოკვლევები ჩავიტაროთ… იცით, ეს ყველაფერი რა ძვირია? ეს ჩვენთვის უზარმაზარი თანხაა! საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე აღარაფერს ვამბობ – ძველია, მაგრამ ჯერჯერობით თავის ფუნქციას ასრულებს. აი, გაზქურა არ გვაქვს და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება იქნებოდა! სურსათით მეზობლები ან ნაცნობები გვეხმარებიან. მადლობა ღმერთს, რომ წამლები, რომლებსაც ლიზი სვამს, იაფია, თორემ მათხოვრობა მომიწევდა. რას არ გააკეთებ კაცი შენი შვილისთვის!

– ცირა, თქვენს ოჯახს ყოველთვის უჭირდა?

ცირა:არა, რას ამბობთ?! ნორმალურად ვცხოვრობდით, არ გვიჭირდა. ჩემი ქმარიც მუშაობდა… ახლა კი ყველაფერი აირ-დაირია. მშობლებიც მოხუცები არიან, პენსიაზე ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ დახმარებას მაინც ახერხებენ. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოთ! სახლი ძველია, დიდი ხანია არ გარემონტებულა, მაგრამ სახლი ვიღას ახსოვს? ოღონდ ბავშვი იყოს ჯანმრთელი!

ჰ– ცირა, თქვენი მშვენიერი გოგონას ამბავს მთელი საქართველო წაიკითხავს. შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ.

ცირა: არ ვიცი, ახლა ისეთი ვითარებაა, ყველა საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე ფიქრობს, მაგრამ მხოლოდ ერთ რაღაცას გთხოვთ – გვერდში დაგვიდექით! უბრალოდ ინფორმაცია გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ლიზის შესახებ. მათ შორის ჯადოქრები ნამდვილად აღმოჩნდებიან! მე ამის მჯერა და ლიზისაც სჯერა!

ლიზი: დიახ, მთავარია გჯეროდეს! აი, მე მჯერა, რომ მალე სხვა ბავშვებივით თამაშს შევძლებ! უბრალოდ ცოტა დახმარება მჭირდება! ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ყველას ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს ისინი!

ცირა: სრულფასოვანი გამოკვლევის და მკურნალობის ჩატარება რომ შევძლოთ, ძალიან კარგი იქნებოდა!

 

**

მეგობრებო, ლიზის ღმერთის სწამს, ღმერთს კი თქვენი! ერთად ჩვენ სასწაულების მოხდენა შეგვიძლია, მთავარია ბევრნი ვიყოთ და სასწაულების ჩვენც დავიჯეროთ!

და აი, ეს არის ჩვენი პასუხი ლიზის მთავარ შეკითხვაზე: „გჯერათ, რომ შევძლებ ისეთივე ვიყო, როგორიც სხვები?“ – „რა თქმა უნდა, საყვარელო, შენ ეს ნამდვილად შეგიძლია! ჩვენ ამის გვჯერა!“

ოჯახის მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ, სოფ. გულიანი (ჩოჩხათი).

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რამდენად გვეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინაა.

უდიდესი თხოვნა გვაქვს, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რომ პატარა ლიზის გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ლიზი ჯიჯეიშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.”

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"