ბაბუცა ბებო მას შემდეგ შევიყვარე და დავიმახსოვრე, რაც ოთო დანელიამ მასზე დაწერა. დაწერა პოსტი სავსე სევდით, სიყვარულით, თანაგრძნობით და იმედით. ვკითხულობდი და ჩემშიც ერთდროულად გაჩნდა თანაგრძნობა, სიყვარული და სევდანარევი იმედიც.
არ არის ადვილი, ცხოვრება 99 წლიანი ცხოვრება დაიტიო. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ბაბუცა ბებოს.
,,ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს.
მარტოხელაა.
პატარა სახლი აქვს,ხის სათამაშო სახლს ჰგავს.
მთელი ბავშვობა ვოცნებობდი იმ პატარა მწვანე სახლზე…
ასი წლის გახდება მალე.სულ ცოტა აკლია,ორი თუ სამი წელი…
ბაბუცა ჰქვია.
ყველა ასე ეძახის,დიდი თუ პატარა.
წლებია თვალებით სიბნელეს უმზერს…
მაინც დაჯდება თავისი პაწაწინა სახლის პაწაწინა აივანზე და გზას გაჰყურებს…
მერე რა, რომ ვერაფერს ხედავს, სამყაროს მზერა სიბნელეშიც შეიძლება გაუსწორო…
მის თვალებში მთელი ცხოვრება შესახლებულა.
მის სახეზე ყველა დღეს თავისი კვალი დაუტოვებია და…
თუ გინდა გაიგო, როგორია ცხოვრებაგამოვლილი ადამიანი, ეს ფოტოები უნდა ნახო...









