ქუთაისში აწსუ-ში იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა . გამოვლინდა სამი საუკეთესო პედაგოგი
„ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, რომ გავიმარჯვე. ამ კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის იყო უზარმაზარი გამოწვევა და ვფიქრობ, რომ დავძლიე წარმატებით. ჩემთვისაც და სხვა პედაგოგებისთვისაც სტიმულია ჩემი მონაწილეობა ამ კონკურსში და შემდეგ გამარჯვება.“ – ქუთაისის საუკეთესო დამწყები მასწავლებელი იმერეთში ქრისტინე მაჭარაძე – ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა
„ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი წვალება და შრომა დაფასდა. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, ვაკეთებ იმას რაც მიყვარს. მე მიყვარს ბავშვები, მათთან მუშაობა და მოსწავლეებისთვის რაიმე ახალის შექმნა. ყოველთვის რაღაცას ვეძებ, ვიზრდები და ვთვლი, რომ რასაც ვაკეთებდი დამიფასდა.“- მათემატიკის საუკეთესო მასწვალებელი იმერეთში შორენა ქავზინაძე – ხონის მე-3 საჯარო სკოლა
„მართლაც საოცარია შეგრძნება იმისა, რომ ხარ იმერეთის საუკეთესო მასწავლებელი კითხვის სწავლებაში. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც ეს დღე მაჩუქა. არის პროფესია მეტად ჩვეულებრივი, მაგრამ ამავდროულად სასწაულის დარი და ამ პროფესიას პედაგოგობა ჰქვია. ეს არის პროფესია, რომელზედაც დგას ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე.“ – იმერეთის საუკეთესო მასწავლებელი კითხვის სწავლებაში ნანა ბურძენიძე – ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლა