ქალი, რომელიც მეზობელ მამაკაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ძალადობის დეტალებზე ყვება. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. 33 წლის ქალის თქმით, მეზობელ მამაკაცს ძალადობის მცდელობა ჰქონდა და მიღებული დაზიანებები თავის დროზე ექსპერტიზამაც აღრიცხა:
“მეძახოდა ღამით… ძალადობის მცდელობა იყო, ნიშნები მქონდა, ექსპერტიზაზეც იყო. სახეზე მკბენდა, რომ არ ვერმორჩილებოდი,” – აცხადებს დაზარალებული.
დაზარალებულის გამოკითხვას მისი წარმომადგენლის სახით ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტიც დაესწრება. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს მის ინტერესებს.









