ანტარქტიდაში 18,3 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა. გაერო-მ აქ მაღალი ტემპერატურის ახალი რეკორდი ოფიციალურად ცნო. ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაზე დაყრდნობით AFP წერს.
ანტარქტიდის კონტინენტის წინა დადასტურებული რეკორდი 17.5 °C იყო. ის 2015 წელს დაფიქსირდა.
ცნობისთვის, ანტარქტიდის ნახევარკუნძული არის რეგიონი ყველაზე სწრაფად დათბობით – ბოლო 3 წლის განმავლობაში ტემპერატურამ აქ თითქმის 3 °C-ით მოიმატა.









