Johnson & Johnson-ის მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინდურ შტამთან ბრძოლაში მაღალი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორაციაშია ნათქვამი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ იმუნური პასუხის ხანგრძლივობა სულ მცირე 8 თვეს შეადგენს. გარდა ამისა, Johnson & Johnson-ის მტკიცებით, მათი ვაქცინა ეფექტურია „სხვა, ფართოდ გავრცელებული შტამების წინააღმდეგაც“.
„დღევანდელი ახალი გამოცხადებული კვლევები აძლიერებს Johnson & Johnson-ის ვაქცინის შესაძლებლობას, დაეხმაროს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაში გლობალურად. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ვაქცინა გთავაზობთ ხანგრძლივ დაცვას COVID-19– ისგან“, – განაცხადა პოლ სტოფელსმა, Johnson & Johnson– ის მთავარმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა.










