LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვიცი, ბევრჯერ დავიბადებით, ვიცი, ბევრჯერ მოვა ჩვენი სული აქ, მთელი ცხოვრების სევდა ამკიდე – კობა ალხაზაშვილის ცოლის ემოციური პოსტი

ვიცი, ბევრჯერ დავიბადებით, ვიცი, ბევრჯერ მოვა ჩვენი სული აქ, მთელი ცხოვრების სევდა ამკიდე – კობა ალხაზაშვილის ცოლის ემოციური პოსტი

დაპოსტა 2021/07/02-ში
A A
160
ნახვა
გაზიარება

ისე ვუყვარდი, მგონია ასე არ უყვართ ჩვეულებრივ ადამიანებს მეორე ნახევრები. როგორი მადლიერი იყო იმით, რომ ასეთი ადამიანი შეხვდა, მე მისით ვიყავი მადლიერი, ასეთი ბიჭი რომ შემხვდა. სულ იმას მეუბნებოდა, ადრე რატომ არ შეგხვდიო, დავბოდიალობდი უაზროდო. ალბათ როცა საჭირო იყო მაშინ შევხვდით, მაგრამ ასე მალე რატომ დასრულდა ეს ყველაფერი? – ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

გვანცა ციმინტია მეუღლესთან პირველ შეხვედრას იხსენებს და იმ სამომავლო გეგმების შესახებ წერს, რაზეც წყვილი ოცნებობდა.

“დუდის მეძახდა.

პირველად რომ შემხვდა, ძალიან დაბნეული იყო, ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი, მერე მეუბნებოდა – ისე მკაცრად იჯექი, არ ვიცოდი, რა მექნაო, “გავიწურეო”, იცინოდა სახეგაბადრული და მიყვებოდა რაღაცეებს.

სახლში რომ მივყავდი, გზაში თმა ჩამომეშალა, გაჩერდა და ძალიან თბილად ყურს უკან გადამიწია. ვიფიქრე, პირველივე შეხვედრაზე ეს როგორ გამიბედა-თქო, მაგრამ ისე თბილად გამოუვიდა, არაფერი მითქვამს, გავუღიმე.

სახლში ძალიან აფორიაქებული დავბრუნდი, ვფიქრობდი, ვაანალიზებდი. მეორე დღეს იყო მუზეუმი, უაზროდ მივაშტერდი რაღაც სურათს, მოვიდა და მაკოცა, ჩემი მეორე მე მიყვიროდა- რამდენს აბედინებ ამ თავხედ ახალგაზრდას, მეორე დღესვე რომ მოდის და საფეთქელთან გკოცნის, მოურიდებლად. ვუთხარი კიდეც და აქაც გამიღიმა-ვერ მოვითმინეო…:)) რამდენს ვსეირნობდით, მთაწმინდიდან პლეხანოვამდე, პლეხანოვიდან ნახალოვკამდე. ისე დამოკლდა ქალაქში მანძილი, ვეღარც ვიგებდით ლაპარაკ-ლაპარაკში სად, რომელ უბანში ამოვყოფდით თავს. 4 თვე ვიბოდიალეთ ასე, იმდენი ვისაუბრეთ, რამხელაც თბილისია. ვხვდებოდით, რომ ახალი ეტაპი იწყებოდა და უნდა დაწყებულიყო ჩვენს ცხოვრებაში. მოულოდნელად მითხრა ცოლად გამომყვებიო? მე ვითომ ვერ გავიგე- გაიგე, რაც გკითხეო? – რა -მეთქი, თითქოს დასაფიქრებლად დრო მჭირდებოდა, როგორ დავთანხმდი, არც მახსოვს, მაგრად ჩავეხუტე, წავედით რესტორანში და გვიანობამდე ვისაუბრეთ მომავალზე. ბავშვურად აჟიტირებულებმა და აფორიაქებულებმა ღერი ღერზე გავაბოლეთ და შევუდექით სამომავლო გეგმების დალაგებას.

უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, ეჭვიანი არ ვარო, მეუბნებოდა და სადმე, მის გარეშე თუ წავიდოდი, მალევე მირეკავდა – სად ხარ? მალე მოხვალ? სამსახური რომ დავიწყე პანდემიის დროს, დილით მიმიყვანდა და მერე მანქანაში ან იქვე ახლოს მელოდებოდა. ადრე მაკითხავდა და დროზე ადრე მივყავდი სახლში. თუ დავიგვიანებდი, გაბუტული იჯდა ცოტა ხანი და მხოლოდ ჩახუტებით თუ მოიყვანდი ხასიათზე.

ისეთი თბილი ჩახუტება იცოდა, მეგონა, მთელ სამყაროს ვეხუტებოდი მაგ დროს. ისეთ ენერგეტიკას ვუზიარებდით ერთმანეთს, ფიზიკურ ტკივილსაც რომ შველოდა. თუ თავი ტკიოდა, თავზე ვეფერებოდი, ტკივილი მივლის, როცა ხელს მკიდებო. მეც ანალოგიურად. მის გარეშე ძალიან ძნელია, პატარა ბავშვივით ავეტორღიალებოდი და ყველგან დავყვებოდი, მერე მოვიდა ნუშიკო ჩვენს ცხოვრებაში და ეხლა უკვე მისი ორი საოცნებო ხუჭუჭა გოგო დაყვებოდა კუდში და ამით ისეთი ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა უდიდესი პასუხისმგებლობა და სიამაყე.

დაგვაობლა.

ორივე დაგვაობლა.

ისე ვუყვარდი, მგონია ასე არ უყვართ ჩვეულებრივ ადამიანებს მეორე ნახევრები. როგორი მადლიერი იყო იმით, რომ ასეთი ადამიანი შეხვდა, მე მისით ვიყავი მადლიერი, ასეთი ბიჭი რომ შემხვდა. სულ იმას მეუბნებოდა, ადრე რატომ არ შეგხვდიო, დავბოდიალობდი უაზროდო. ალბათ როცა საჭირო იყო მაშინ შევხვდით, მაგრამ ასე მალე რატომ დასრულდა ეს ყველაფერი?

სადაც უნდა წავსულიყავით, სპექტაკლზე, თამაშებზე, მეგობრებთან, დასასვენებლად, წინასწარ შემირჩევდა ადგილს, წინასწარ მომიმზადებდა გარემოს, ბედნიერად რომ მეგრძნო თავი, ასეთი მზრუნველი ადამიანი არც შემხვედრია არასდროს.

იმხელა სიყვარული მომანიჭა სამყაროს რომ სცდება. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება და მაცოცხლებს.

თვითონ როგორც ამბობდა – ზოგი მთელი ცხოვრება ვერ პოულობს ამ გრძნობას და უსიყვარულოდ მიდის ამ ქვეყნიდან, ჩვენ კი ამ მცირე დროში ისე საინტერესოდ ვიცხოვრეთ, ყველგან ვიბოდიალეთ, ყველას მოვეფერეთ, ყველას შევაყვარეთ თავი, ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ, ჩვენი ბუდე ავაშენეთ, მოვაწყვეთ, ვ ი ც ხ ო ვ რ ე თ, მთელი გულით ვიცხოვრეთ, ვამაყობდით ასეთი ოჯახით, გვეამაყებოდა ჩვენი გარშემომყოფები, ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, უბრალოდ კეთილი ნაცნობები. ყველა, ვინც იზიარებდა ჩვენს კარგს პირველ რიგში. ყველასთვის კარგი გვინდოდა, გულწრდფელად და ბავშვურად ალალად.ერთად დაბერებაზე ვოცნებობდით, მოხუციც ეგრე უნდა გატაროო, ჩემზე გამობმულიო. წინასწარ ვგეგმავდით, სად და როგორ უნდა გაგვეტარებინა სიბერე შვილიშვილებთან ერთად. საგურამოში სახლი გვექნებოდა, მეგობრებთან ერთად დღედაღამე აგვერეოდა.

ბათუმში, ძველ უბანში,პატარა სახლი უნდა გვქონოდა, ზღვასთან ახლოს, -“შვილებს გამოვეპარებით და ჩვენთვის ვიქნებითო”. ძალიან მიჭირს შენ გარეშე ამ ყველაფრის წარმოდგენა. სამყარო უსამართლოდ მოგვექცა შენ, მე, ნუშიკოს, ჩვენს ოჯახს. გაგვანადგურა და არ გვაცადა გამარჯვება. ჯერ კიდევ 6 თვის წინ რა ბედნიერები ვიყავით, რა უცბად შეიცვალა ყველაფერი. დაუნდობელია ეს სამყარო. იმის იმედით უნდა ვიცხოვრო, ოდესმე, სადმე გნახო. ახალი ის არის, რომ სიკვდილის აღარ მეშინია, შენ რომ მანდ მეგულები. ვიცი, ბევრჯერ დავიბადებით, ვიცი, ბევრჯერ მოვა ჩვენი სული აქ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წაგიყვანა ამ ქვეყნიდან, ძალიან ადრე იყო ეს. არ იყავი მზად არც შენ, არც მე. მთელი ცხოვრების სევდა ამკიდე. არ ვიცი, როდის მოვბეზრდები ამ სამყაროს, მაგრამ, როცა უნდა იყოს, ვიცი, როგორც დამხვდები, როგორც ყოველთვის , ჩემთვის საუკეთესო ადგილს აარჩევ და შენს დუდის მაგრად ჩაეხუტები”, – წერს გვანცა ციმინტია.

ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება64

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"