,,დღის მთავარი თემა: გეიაღლუმი.
ორიოდე სიტყვა ამ საკითხზე.
მომწონს თუ არა ერთსქესიანთა ურთიერთობა?
ვთვლი, რომ ჩემი საქმე არ არის, ვინ ვისთან წევს ლოგინში: ქალთან, კაცთან თუ ზღარბთან.
გამონაკლისს წარმოადგენენ პოლიტიკოსები, ორიენტაციას მნიშვნელობა არა აქვს, ისიც ერთადერთი მიზეზით: თავიანთი პირადი ცხოვრების გამო არ გახდნენ შანტაჟის სამიზნე და არ დააზარალონ ქვეყნის ინტერესები.
მომწონს თუ არა გეიაღლუმი?
ქვეყნის კანონმდებლობით ერთსქესიანი ურთიერთობა არ ისჯება, გარდა ამისა გვაქვს სიტყვის, შეკრების, მანიფესტაციების თავისუფლება, ასე რომ, მე და თქვენ არავინ გვეკითხება არაფერს, რადგან ისინი კანონს არ არღვევენ.
და ბოლოს აკვიატებული ფრაზა: დაეყარონ თავისთვის და არავინ არაფერს ეტყვის.
ვერ დაეყრებიან, იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ელაპარაკება სიძულვილის ენით, არ აძლევენ ნორმალურად მუშაობის უფლებას, აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ხანდახან, სამწუხაროდ, კლავენ კიდეც.
როცა საზოგადოება მათი ორიენტაციის გამო აღარ გარიყავს, აღარ შეურაცხყოფს, ფიზიკურად აღარ გაუსწორებს ანგარიშს, ისინიც თქვენს ენაზე რომ ვთქვათ “დაეყრებიან” თავიანთთვის და აღარ ჩაატარებენ გეიაღლუმებს, იმიტომ რომ აღარ იქნება საჭიროება, როგორც არ არსებობს საჭიროება ჰეტეროაღლუმების ჩატარების.
ასე რომ, მთლიანად საზოგადოებაზეა დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა გეიაღლუმები და არა მათ მონაწილეებზე.
დაანებეთ თქვენ თავი და პირობას გაძლევთ, თვითონაც დაგანებებენ :)”- წერს თამარ ცოფურაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...









