“თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება დასრულდა.
შენობა, სადაც ფილმის ჩვენება გაიმართა, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილმა უკვე დატოვა.
ისინი ადგილიდან სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვის საშუალებით გაიყვანეს.
ადგილზე ვითარება ისევ დაძაბულია. მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები.
პოლიციელებს ღონისძიების მონაწილეების გასაყვანად კორდონი აქვთ მოწყობილი.









