ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გოგი წულაიას განცხადებით, ის ხელისუფლებაზეა გაბრაზებული, რადგან ქალებს ქრთამს სთავაზობს და პოლიტიკოსების დაჭერას აიძულებს.
“მარტოხელა დედას რომ შვილი გაზარდოს, ამ გზას სთავაზობ, აგენტი იყავი და ფულს მოგცემო, მე იმ ქვეყანაში არ ვიცხოვრებ, იმ ხელისუფლებას დავანგრევ. მე ასმათზე არა ვარ გაბრაზებული, მათხოვარ ხელისუფლებაზე ვარ, რომელიც ქალებს ამ დღეში ამყოფებს და ქალის უუფლებებს თურმე მე მასწავლის”,- განაცხადა წულაიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ის დღეს საპატიმროდან გაათავისუფლეს.









