გურიაში, ოზურგეთში დაჭრილი 16 წლის ბიჭი მეხუთე დღეა რეანიმაციაში იმყოფება. ის 28 ივნისს მძიმე მდგომარეობის გამო ქუთაისში თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში გადმოიყვანეს.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ მოზარდის მდგოამრეობა სტაბილურად მძიმეა, რადგან მას რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭი ხელოვნურ კომაში იმყოფება.
ცნობისთვის, 16 წლის ბიჭი ოზურგეთში, სანადირო თოფით ყელის არეში დაჭრეს.
“ჭრილობა აღენიშნება კისრის წინა ზედაპირზე. აქვს სასუნთქი გზების დაზიენება და უცხო სხეულები, მდგოამრეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური” – განაცხადა 28 ივნისს ექიმნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.









