უკრაინის პარლამენტმა „მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისის” მიერ შემუშავებულ მორიგ რეფორმას დაუჭირა მხარი.
ეს არის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შემუშავებულ კანონპროექტი, რომელიც სასაზღვრო სისტემაში არსებულ კორუფციას ამხელს, ამ კორუფციული სისტემის წინააღმდეგ იმუშავებს და მეზღვაურებს დამატებითი გადასახადისგან გაათავისუფლებს.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაზე ამ ინიციატივას 330 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც უკრაინის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ახალ რეფორმას, დეპუტატების გარდა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მთავრობის წევრებმა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრმაც.
კენჭისყრაზე რადამ ანტიკორუფციულ და სასამართლო სისტემის რეფორმების გეგმაც დაამტკიცა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს. „სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12...









