უკრაინის პარლამენტმა „მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისის” მიერ შემუშავებულ მორიგ რეფორმას დაუჭირა მხარი.
ეს არის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შემუშავებულ კანონპროექტი, რომელიც სასაზღვრო სისტემაში არსებულ კორუფციას ამხელს, ამ კორუფციული სისტემის წინააღმდეგ იმუშავებს და მეზღვაურებს დამატებითი გადასახადისგან გაათავისუფლებს.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაზე ამ ინიციატივას 330 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც უკრაინის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ახალ რეფორმას, დეპუტატების გარდა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მთავრობის წევრებმა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრმაც.
კენჭისყრაზე რადამ ანტიკორუფციულ და სასამართლო სისტემის რეფორმების გეგმაც დაამტკიცა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს მათთვის, ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრა. „პროფესიული ტესტირება 24-25 ოქტომბერს ჩატარდება - საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები 2026 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და...









