LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჯარში არაადამიანური მოპყრობის გამო დაკავებულ ,შინაგან საქმეთა სამინიტროს 2 მაღალჩინოსანს ,ბრალი წარედგინათ

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შეაჩეროს

დაპოსტა 2021/06/28-ში
A A
81
ნახვა
გაზიარება

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაგრძელების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმიანებადა ხელისუფლებას მოუწოდებს აღნიშნული პროცესი შეაჩეროს.

დღეს, როდესაცყველა საერთაშორისო პარტნიორი, სრულად ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებულია სასამართლოში ძირეული ცვლილებების საჭიროებაზედა როდესაც 19 აპრილს ქართულმაოცნებამ ამბიციურირეფორმების გატარების ვალდებულებაზე ხელის მოწერით ირიბად აღიარა სასამართლო სისტემაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები,  მიგვაჩნია, რომ შეთანხმების ტექსტის საწინააღმდეგოდ, მისი ცალკეული პუნქტების განმარტებაზექართული ოცნებისსპეკულაციები სრულიად უსაგნოა.

2019-21 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესმა წარმოაჩინა, რომ არც იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არცსაქართველოს პარლამენტი არ წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი და არაკვალიფიციური კადრების დანიშვნის შემაკავებელ ფილტრს.აღნიშნულზე არაერთი კვლევა, მათ შორის თავად მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებიც მეტყველებს[1].

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესში ბოლო ცვლილებები 19 აპირილის შეთანხმების დადებამდე ცოტა ხნით ადრე, ნაჩქარევად და სრული რეფორმისგან განყენებულად იქნა შეტანილი; ის არ ითვალისწინებს პროცესის დეპოლიტიზირებისთვის საჭირო გარდაქმნებს, არამედ ფრაგმენტულად ცვლის მოსამართლეთა შერჩევის ზოგიერთ პროცედურას; შესაბამისად, ვერ ქმნის უზენაეს სასამართლოში პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების ნიშნით მოსამართლეთა დანიშვნის გარანტიებს.

მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შეჩევის პროცესის შეჩერება აუცილებელია იმისთვის, რათა შემოღებულ იქნეს კანდიდატების კეთილსინდისიერების და კვალიფიკაციის შემოწმების დამოუკიდებელი მექანიზმი – სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიონალებისაგან და უცხოელი ექსპერტებისგან (უკრაინაში შექმნილი კომისიის დაახლოებითი ანალოგი – (Public Integrity Council).

ასევე საყურადღებოა მოსაზრება, რომ შეიცვალოს  მოსამართლის დასანიშნად გადაწყვეტილების მიღების წესი და გადაწყვეტილება მიღებული იქნას იუსტიციის უმაღლეს  საბჭოში არამოსამართლე წევრების ხოლო პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობით.

მმართველი პარტიის არგუმენტი, რომ მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება გამოიწვევს კონსტიტუციის დარღვევას ან სასამართლო სისტემის კოლაფსს,შეუსაბამო არგუმენტია და ვერ ამართლებს მოსამართლეთა დაუყოვნებლივ დანიშვნას:

  • 2016-2019 წლებში, როდესაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნის საკითხი პარლამენტმა სამი წლის განმავლობაში არც კი განიხილა,უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა არ აღემატებოდა 13, ხოლო დღეს უზენაეს სასამართლოში 19 მოსამართლეა.
  • საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში მოყვანილი სტატისტიკა ადასტურებს, რომ 2019 წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის ღია პროცესით დანიშვნის მიუხედავად საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა უფრო მწვავედ დადგა 2020 წელს, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ მოსამართლეების დანიშვნით ვერ გვარდება საქმეთა გაჭიანურების პრობლემა.

გვიჩნდება განცდა, რომ ხელისუფლება იქცა სასამართლოში გაბატონებული გავლენიანი ჯგუფის მძევლად და მოქმედებს მხოლოდ მისი ინტერესებით; სასამართლოს ავტონომიურობასთან აიგივებსსასამართლო ხელისუფლების მიტაცებას იმავე ჯგუფის მიერ, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლამდე მართავდა სასამართლოს და ორგანიზებას უკეთებდა იმ „მილიონ ცუდ საქმეს“, რაზეც ასე გაბედულად საუბრობენ ქართული ოცნების ლიდერები.

მივიჩნევთ, რომ პირველ რიგში აუცილებელია სასამართლოში კლანური მმართველობის შეფასება და დემონტაჟი, რითაც ერთი მხრივ, სასამართლო გათავისუფლდება სისტემური მორჩილებისგან და მეორე მხრივ,მომავალ ხელისუფლებას აღარ ექნება შესაძლებლობაპოლიტიკურად აკონტროლოს სასამართლო. მხოლოდ ამის შემდეგ, ხელახლა უნდა ჩატარდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი, სრულად განახლებული პროცედურებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს იმოქმედოს საზოგადოების და მართლმსაჯულების ინტერესებით და დაუყოვნებლივ:

  • შექმნას სასამართლოს ამბიციურ რეფორმებზე სამუშაო ჯგუფი ოპოზიციის, საზოგადოების და ექსპერტების ფართო ჩართულობით;
  • შესწავლილ იქნას და შეფასდეს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა ყველა მისი შედეგებით და გამოვლინების ფორმებით;
  • შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სასამართლო სისტემაში არსებითი ცვლილების განხორციელებამდე.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურია და წარმატების მიღწევის შანსი მაღალია. მნიშვნელოვანია, ენერგია სწორად გადაანაწილოთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ.   ♉ კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე ან შეხვედრაა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის მაისი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. პერიოდი მოიცავს სავსემთვარეობებს, პლანეტების სხვადასხვა ხელსაყრელ პოზიციაზე განლაგებას, რეტროგრადულ პლუტონსა და ახალმთვარეობას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისი ზოდიაქოს 7 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"