არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე მამა-შვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
63 და 36 წლის მამა-შვილს პოლიციამ ბრალი გუშინ წარუდგინა. სასამართლო პროცესს დაზარალებული არასრულწლოვნების ოჯახის წევრებიც დაესწრებიან.
ოჯახი ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
“რაც ბავშვის მონაყოლიდან ვიცი, 2 წელიწადი გრძელდებოდა სისტემატურად ძალადობა და მეორესთან დაკავშირებით არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, იმიტომ, რომ მასთან არ მქონია ამ თემაზე საუბარი. მეც პროკურატურისგან გავიგე, რომ მეორე ბავშვზეც იყო რაღაც ძალადობრივი ქმედება. საუბარია დაზარალებულის დაზე.
რაც შეიძლება მკაცრად დაისაჯონ, უვადო პატიმრობა მისცენ, ისე, რომ ვერასოდეს ვერ გამოვიდნენ ციხიდან. იგივეს ითხოვს სოფელიც,” – აცხადებს ოჯახის ახლობელი.