,,ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall ტრადიციული პასუხი იქნება, მაგრამ აღმაშენებლის 112 ნომერში მდებარე ბინის რომელიმე მაცხოვრებელი, რომ ლიფტმა იმსხვერპლოს პასუხისმგებელი ვინ იქნება?
აბსოლუტურად ალალბედზე რისკავს სიცოცხლეს ამ ბინის მაცხოვრებლები. ლიფტში შეხვალ და გამოხვალ თუ არა ცოცხალი არავინ იცის და ეს გრძელდება უკვე 8-9 თვეზე მეტია.
მესმის ბლა-ბლა- ბლა კერძო კომპანიები, ტენდერები, პასუხისმგებელი პირები და ათასი გადაბრალებები და ხელის გადახოცვები. ამ ბინაში მცხოვრები ასობით ადამიანის სიცოცხლეზე ვინ არის პასუხისმგებელი, ბატონო მერო?! ამდენი თვეა და თითქმის წელიწადია პრობლემა ვერ მოგვარდა და არც მოგვარდება, რადგან მთელი კორპუსი ნაშენებია როგორც არის ნაშენები თქვენ უკეთ უწყით. სამარცხვინოა, მაგრამ სამარცხვინობას ვინ დაეძებს ადამიანების სიცოცხლე არის რისკის ქვეშ.
მიხედეთ ამ პრობლემას და ამ ხალხს.” – წერს სოციალურ ქსელში მეგი კაკაბაძე.