არ არის გამორიცხული საქართველოში მოქმედი შეზღუდვა – ღამის საათებში გადაადგილების შესახებ, დღეიდან გაუქმდეს.
საკითხზე დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, განიხილება შეზღუდვის პერიოდის შემცირებაც.
ის, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქება/მოხსნის საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გავა დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დაადასტურა.