2- ვაქცინაცია უნდა გავიკეთოთ იმისათვის , რათა დავიცვათ ის ადამიანები, რომლეთა აცრა არ შეიძლება მათ აქვთ წინაღობა , ისინი ან ასაკით პატარები არიან ან აქვთ ისეთი დაავადება, რის გამოც აცრა ვერ კეთდება.
შესაბამისად ჩვენი აცრით ჩვენ გვაქვს ორი პასუხისმგებლობა : ერთი საკუთარ თავზე და მეორე საზოგადოების მიმართ.
მან ასევე ისაუბრა ალერგიული ადამიანების ვაქცინაციაზე და აღნიშნა, რომ მათთვის შესაძლებელია კოვიდ-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება, მიუხედავად იმისა , თუ მათ აქვთ მედიკამენტური ალერგია , ბრონქული ასთმა.
კონკრეტული სამედიცინო დოკუმენტი , რომელიც ვაქცინაციამდე უნდა წარვადგინოთ ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს.
აცრის წინ უნდა შევწყვიტოთ ანტი-ალერგიული წამლების მიღება?
ნებისმიერი წამალი , და მათ შორის ანტი-ალერგიული წამლები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, და მათ არავითარი წინაღობა აცრასთან არ გააჩნიათ.
რა მოხდება თუ ვაქცინაციის შემდეგ განვითარდა ანაფილაქსიური შოკი ?
თუ ალერგიული რეაქცია განვითარდა ვაქცინაციიდან 10-15 წუთში , შემდგომ ხდება პაციენტი ალერგოლოგ-იმუნოლოგთან და შემდგომ გადაწყდება სხვა ალტერნატიული ავქცნებით ამ ადამიანის ვაქციანცია.
შესაძლებელია თუ არა ვაქცინაციის შემდგომ დავინფიცირდეთ კორონავირუსით?
ვაქცინაციის შემდგომ კორონავირუსის განვითარების ალბათობა არარსებობს.










