რას აკეთებს ბათუმის მერია, ქალაქში ჩამოსული ვიზიტორების უსაფრთხოებისთვის? – ამ კითხვით, ერთ ერთი, ტურისტი ბათუმის მერიას მიმართავს. მისი თქმით, ტურისტულ ქალაქში ტურისტის უსაფრთხოება დაცული არ არის. იგი, ბათუმის ბულვარში, ველობილიკზე ვარჯიშის დროს, მიუსაფარმა ცხოველებმა დაკბინეს. ამბობს, რომ მასთან ერთად მყოფ პირებს, როგორც დედაქალაქიდან, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ძაღლების მრავალრიცხოვანი აგრესიული ჯგუფი თავს დაესხნენ. აღნიშნავს, რომ ცხოველებს სპეციალური სანომრე ნიშანიც კი არ ჰქონდათ. რობერტ ჩაჩავა ბათუმის მერიას მიმართავს კითხვით: როგორ მოემზადა რეგიონი ზაფხულის სეზონისთვის და უსაფრთხოების რა ზომები გაატარა? ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მიუსაფარი ცხოველების აღრიცხვა და კონტროლზე აყვანა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უპატრონო ძაღლების შესამოწმებლად სპეციალური ჯგუფებია მობილიზებული
წყარო: TV25










