LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დაჭრილ-დაშავებული სამხედროები დანამატებს მიიღებენ

22 ლარი როგორ შეიძლება ეყოს ადამიანს ცხოვრებისთვის – რას წერს ვეტერანი

დაპოსტა 2021/06/15-ში
A A
39
ნახვა
გაზიარება

სოციალურ ქსელში ორი ომის ვეტერანის, 49 წლის ვალერის წერილი ვრცელდება. მისი თქმით, პატარა ბიჭი იყო, როცა აფხაზეთში წავიდა, 2008 წელის ომის დროსაც ვერ გაჩერდა სახლში და მოხალისედ ჩაეწერა.

ვეტერანი წერს, რომ ამჟამად სოფლეში ცხოვრობს, 2008 წელს სნაიპერის ტყვია მხარში მოხვდა, რის შემდეგაც საშინელი ტკივილი აქვს.

“3 დღის წინ ჩვენი რაიონის დეპუტატის მამა მოვიდა ჩემთან და მითხრა: ვალერი, ჩემი ბიჭი სტუმრებს ელოდება თბილისიდან. სუფრა მაქვს დიდი, არ უნდა შევრცხვე და მომეხმარე თუ ძმა ხარ ეს დღეებიო. მივედი მეც მისახმარებლად. დიდი სამზადისი იყო და რაც შემეძლო გავაკეთე. შეშა დავჩეხე, პრავიზია მოვატანინე და რავიცი.

ჩამოვიდნენ სტუმრები. დიდი პურმარილი იყო გაშლილი. წამოსვლა დავაპირე სახლში. ირაკლი(ჩვენი დეპუტატი) მოვიდა და მითხრა: ვალერი, აუცილებლად დარჩი სუფრაზე და ჩემთან ერთად იყავიო. იმ დღეს ვეტერანის პენსია ჩამერიცხა, 22 ლარი. წავედი მე, გამოვიცვალე და ამ პენსიით სიგარეტი ვიყიდე, რომ სხვისთვის არ მეთხოვა მთელი დღე”, – წერს ვეტერანი.

მისი თქმით, სტუმრად პარლამენტარები, მინისტრის მოადგილეები, გუბერნატორი და სხვა თანამდებობის პირები იყვნენ ჩასულები. თამადამ კი, რომელიც პარლამენტარი იყო ომში დაღუპული გმირების სადღეგრძელოც დალია.

– ომის ვეტერანი გვიზის აგერ გრიგორიჩ- თქვა ჩვენმა დეპუტატმა და ჩემკენ გამოიშვირა ხელი.

– ვახ შენ გენაცვალე მაგარო კაცო!-გამომხედა თამადამ-სად იბრძოდი?

– შენ რომ ევროპაში წახვედი ომის დღეებში, მაშინ ცხინვალში წავიდა ეს, მანამ კიდე აფხაზეთში იბრძოდა – სიცილით უთხრა ირაკლიმ.

– რა ვქნა ძმაო, მე არავინ წამიყვანდა საომრად! ყველა ხო არ წავიდოდა იქ?-ხარხარით უპასუხა თამადამ.

– ცოტა მეტი დაფასება კი ჭირდება ამ ხალხს – ჩაილაპარაკა ჩვენმა მეზობელმა როლანდიმ.

– მართალი ხარ ბატონო. ვმუშაობთ, ვმუშაობთ. ჯერ ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია ომის ვეტერნებს მეტი ყურადღება დაუთმოს, მაგრამ აუცილებლად მივალთ იმ დონემდე, რომ ამ ხალხს ღირსეული პირობები ჰქონდეთ-თქვა ერთ-ერთმა პარლამენტარმა. წამოვიდა ჩემკენ და ამოიღო ტელეფონი. სურათი მინდა შენთანო და გადაიღო.

არ მიყვარს სხვისი ფულის და ნივთების თვლა, მაგრამ ერთს ვიტყვი. ჩემი 20 წლის პენსია რაც არის, ზუსტად იმდენი ღირდა ის ტელეფონი.

არ მითქვამს არაფერი. მალე ავდექი და წამოვედი. არც ახლა ვამბობ არაფერს. ომში ჩემი სამშობლოს დასაცავად ვიყავი მე წასული და არა, პენსიისთვის. ჩემი მტკივანი ბეჭით ვიმუშავებ კიდე ფიზიკურად ბევრს და გავიტან თავს როგორმე. მაგრამ მომკალი და არ მჯერა, რომ ეს ჩინოვნიკები სადღეგრძელოს მერე წუთით მაინც ფიქრობენ იმაზე, 22 ლარი როგორ შეიძლება ეყოს ადამიანს ცხოვრებისთვის”, – წერს ვეტერანი.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდა და შეძლო, წუთით არ დაფიქრდება და ისევ იარაღას აიღებს ხელში. იმ 22 ლარით სიგარეტს იყიდის და იმ სიგარეტით წავა საომრად.

“ბოდიში საქართველო ამ სიტყვებისთვის. არ იფიქრო, რომ წამოგაძახე ჩემი ომის მონაწილეობა. თუ საჭირო გახდა და შევძელი, წუთი არ დავფიქრდები და ისევ ავიღებ იარაღს ხელში. იმ 22 ლარით ვიყიდი სიგარეტს და იმ სიგარეტით წავალ საომრად! ჩემთვის შენი თავისუფლებაა მთავარი და არა ის, თუ რამდენი მექნება მე პენსია, ან ხელფასს რამდენს აიღებენ ამ სადღეგრძელოებისთვის”, – წერს ის.

წერილის ბოლოს ვეტერანი სამშობლოს მიმართავს და ამბობს, რომ საქართველომ თავისუფლება არასდროს უნდა დათმოს.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს  ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.

დაწვრილებითDetails

მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი "მეგა ტვ"-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ...

დაწვრილებითDetails

მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში
მთავარი

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „19.06.2026 წლის ჩანაწერი - ახალი წინასწარმეტყველება;  ეს არის მცირე ჩამონათვალი, ჩემი ჩანაწერებიდან და ყოველთვის ინახება ის საგულდაგულოდ დაცულ ადგილას. ჩემი ხილვების 100-დან...

დაწვრილებითDetails

“2026 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა” – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ....

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ –...

დაწვრილებითDetails

„ეს ნიშანი არ დააიგნოროთ“ – გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მიმართავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჯამრთელობისთვის საზიანო 4 ტიპის საკვებს ასახელებს
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: „დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და...

დაწვრილებითDetails

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „გლორი ტექსტილი...

დაწვრილებითDetails

ივნისის თვის ფავორიტი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ივნისში ყველაზე იღბლიან ნიშნებად ხშირად სახელდება: ტყუპები – ახალი შესაძლებლობები, კარიერული წინსვლა, ფინანსური ზრდა და წარმატებული კომუნიკაცია. ბევრ ასტროლოგიურ პროგნოზში სწორედ ეს ნიშანი ლიდერობს. კირჩხიბი – პიროვნული განახლება,...

დაწვრილებითDetails

„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან
მთავარი

ზუგდიდში ცნობილ ექიმს გლოვობენ. ზუგდიდელების გამორჩეულ ექიმს ნარგიზა ვეკუას, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გული აწუხებდა. გულისხმიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან: „საოცრად გულისხმიერი ნარგიზა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"