მიხეილ სააკაშვილი, ბაიდენის განცხადებებს გამოეხმაურა
“ვადევნებდი თვალყურს ბაიდენის პრესკონფერენციას და საერთოდ ამდღეებში გაკეთებულ განცხადებებს, ის რაც ხდება არის სრულიად უპრეცედენტო კატასტროფა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზისთვის. ერთხელაც არ ხსენებულა სიტყვა საქართველო, ამერიკის პრეზიდენტის მიერ და საერთოდ აღარ მოიხსენიებენ პრობლემურთა რიგში რუსეთთან მიმართებაში. ეს გვიქადის ჩვენ მსოფლიო რუკიდან უახლოესს მომავალში გაქრობას, თუ ესენი არ მოვაშორეთ”- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა










