ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ის გენერალური დირექტორის, ალექს გორსკის განცხადებით, მოსახლეობას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინასთან ერთად გრიპის ვაქცინის გაკეთებაც მოუწევთ.
მანვე აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ვაქცინის ე.წ. ბუსტერების მიღება მანამდე იქნება საჭირო, ვიდრე მსოფლიოში კოლექტიური იმუნიტეტი არ გამომუშავდება, ან სანამ მეცნიერები ახალი შტამების თავიდან აცილებას არ შეძლებენ.
ცნობისთვის, J&J-ის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო, როდესაც სრულად ვაქცინაციისათვის სხვა ვაქცინების ორი დოზა გამოიყენება.
როგორც ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, მოსახლეობას დაახლოებით წელიწადში ერთხელ მოუწევთ დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება.
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.










