LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოიმატებს თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი – სემეკის განმარტება

რა გახდა ელექტრო ენერგიის საყოველთაო გათიშვის მიზეზი

დაპოსტა 2021/06/15-ში
A A
185
ნახვა
გაზიარება

იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზისა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვის გამო, ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა და ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეუწყდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანას დამატებითი გენერაციის ობიექტები არ აქვს და გადამცემი ქსელები ასევე შესაბამის სიმძლავრეებს საჭიროებს, მსგავსი შემთხვევებისგან ქვეყანა დაზღვეული არ არის.

„ზოგადად, იმერეთის ხაზი არის ჩვენი ქსელის ყველაზე სუსტი წერტილი. დიდი ხანია არის პროექტი, რომ იმერეთის ხაზის შემოვლითი გზა გაკეთდეს, რომ ყველაზე სუსტი წერტილი, რაც აქვს სისტემას მოგვარდეს. ეს წერტილი იმიტომაცაა სუსტი, რომ ძირითადად ენგურიდან გააქვს გენერაცია, რომლის მოხმარება ხდება აღმოსავლეთ საქართველოში. როცა ენგურიდან მოდის მთელი გენერაცია და არა იმერეთის ხაზის აქეთ, აღმოსავლეთში არსებული ობიექტებიდან, მაშინ ეს ხაზი იტვირთება. ზოგადად, რაც უფრო დივერსიფიცირებული გაქვს მიწოდება, მით უფრო ნაკლები გაქვს გათიშვის რისკები. მიწოდება უნდა გქონდეს დივერსიფიცირებული არამარტო წყაროების მიხედვით (ჰიდრო, ქარი, მზე).

„როცა იმპორტს აკეთებ სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც ერთი ან ორი გადამცემი ხაზით ხარ შეზღუდული. ის ხაზი რომ გაგეთიშოს, შენ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ იმ რაოდენობის იმპორტი ან გენერაცია დაახვედრო ადგილობრივად. ანუ რისკი იმისა, რომ გაგეთიშოს ყოველთვის არსებობს და მაგისთვის მზად უნდა იყო. თუ რუსეთიდან გავაკეთეთ იმპორტი, იქ საერთოდ ერთი ხაზი გვაქვს და ერთ ხაზზე დამოკიდებულები ვხდებით და მერე შიდა ქსელებიც საკმაოდ გადატვირთული ხდება. ისევ „იმერეთის“ ხაზზე მოდის რუსეთიდან იმპორტი, თუ მოუწია. ნებისმიერი სხვა ქვეყნიდანაც იგივე მდგომარეობაა. ხაზს თავისი ლიმიტი აქვს, ეს ლიმიტიც ისეთია, რომ თუ გაითიშა ხაზი, ამ დროს რას აკეთებ ყოველთვის უნდა იცოდე. ენგურის მოცულობაც რომ გადაიტანო იმპორტზე, იმპორტს ვერ გაუძლებს ვერცერთი ხაზი, გადაიტვირთება და გაითიშება“, -.აცხადებს ჩახვაშვილი.

ესკო-ს მონაცემებით, ადგილობრივი გამომუშავების კლების (19%) ფონზე ელექტროენერგიის იმპორტი 117%-ით გაიზარდა. მთლიანობაში წელს დენის იმპორტმა 1.69 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის 37.5% იყო. თავის მხრივ იმპორტის დიდი ნაწილი – 924 მილიონი კილოვატ საათი აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს წარმოადგენდა და მასში საქართველოს ფული არ გადაუხდია.

გაზიარება74

დაკავშირებული -პოსტები

მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი "მეგა ტვ"-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ...

დაწვრილებითDetails

მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში
მთავარი

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „19.06.2026 წლის ჩანაწერი - ახალი წინასწარმეტყველება;  ეს არის მცირე ჩამონათვალი, ჩემი ჩანაწერებიდან და ყოველთვის ინახება ის საგულდაგულოდ დაცულ ადგილას. ჩემი ხილვების 100-დან...

დაწვრილებითDetails

“2026 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა” – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ....

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ –...

დაწვრილებითDetails

„ეს ნიშანი არ დააიგნოროთ“ – გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მიმართავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჯამრთელობისთვის საზიანო 4 ტიპის საკვებს ასახელებს
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: „დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და...

დაწვრილებითDetails

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „გლორი ტექსტილი...

დაწვრილებითDetails

ივნისის თვის ფავორიტი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ივნისში ყველაზე იღბლიან ნიშნებად ხშირად სახელდება: ტყუპები – ახალი შესაძლებლობები, კარიერული წინსვლა, ფინანსური ზრდა და წარმატებული კომუნიკაცია. ბევრ ასტროლოგიურ პროგნოზში სწორედ ეს ნიშანი ლიდერობს. კირჩხიბი – პიროვნული განახლება,...

დაწვრილებითDetails

„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან
მთავარი

ზუგდიდში ცნობილ ექიმს გლოვობენ. ზუგდიდელების გამორჩეულ ექიმს ნარგიზა ვეკუას, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გული აწუხებდა. გულისხმიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან: „საოცრად გულისხმიერი ნარგიზა...

დაწვრილებითDetails

„შენი ლამაზი ღიმილი მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო”- ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სამძიმრის პოსტს ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„შენი ლამაზი ღიმილი მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო”- ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სამძიმრის პოსტს ავრცელებს
მთავარი

ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სოციალურ ქსელში, პატარა ლილე გეგუჩაძეს ემშვიდობება, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. „შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე თვალები და კეთილი გული მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო“, - წერს ბაღი....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"