წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, ოთხი პირი დაშავდა, ისინი ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც გაირკვა მოტოციკლს ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, ხოლო თანამგზავრი მეუღლე იყო. ჩვენთვის უცნობია, თავად გოგონა ბაიკერთა სიაში ირიცხება, თუ მხოლოდ მოტომოყვარულია (“რაიდერი”) , ფაქტი ისაა, რომ ბაიკერები სიჩქარეს ესწრაფვიან, რაც მათ გადაადგილებას, არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურის პირობებში, კიდევ უფრო სარისკოს ხდის.
კლინიკაში შეყვანისას განაცხადეს, რომ სწორედ ბაიკერის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე . საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
ცნობისთვის ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ორი დღის წინ მოხდა.









