LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 4 წლის შემდეგაც არ გამორიცხავენ რომ დაკავებულ პირთა წრე კვლავ გაიზარდოს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 4 წლის შემდეგაც არ გამორიცხავენ რომ დაკავებულ პირთა წრე კვლავ გაიზარდოს

დაპოსტა 2021/06/14-ში
A A
38
ნახვა
გაზიარება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 4 წლის შემდეგაც არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა პირთა წრე კვლავ გაიზარდოს.

15 აპრილს თბილისში დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი,  გიორგი მენაბდე დააკავეს.

როგორც გარდაცვლილის მამა, ზაზა სარალიძე 2019 წლის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, მან ჯერ კიდევ საავადმყოფოში გაიგო „მისი შვილის მკვლელის“ სახელები.

„იმ მომენტში, ისევ მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა დათუჩას ეცოცხლა. ჩემს გვერდით უამრავი ხალხი ირეოდა, ყველა ლაპარაკობდა, ყველას ხმა მესმოდა, არ ვფიქრობდი, ოღონდ, რა მესმოდა, რას ვიგებდი, არ მინდოდა, იმის მოსმენა, ვინ და როგორ ჩაარტყა ჩემს შვილს დანა, მაშინ მხოლოდ დათუჩაზე ვფიქრობდი და ვლოცულობდი!

მერე, როცა დათუჩა აღარ იყო, მერე როცა საავადმყოფოდან წამოვედი, მერე მივხვდი, რომ ჩემი შვილის მკვლელების სახელები ვიცოდი, ვიცოდი, როგორ დაარტყა სამმა ადამიანმა დანა ჩემს შვილს და ორმა დადუნაშვილს“.

კითხვაზე კი, დაჭერილი ორი ადამიანიდან, ვინ არის მესამე, პასუხობს, რომ მღვდლის შვილი.

„მღვდლის შვილი! და მის წინააღმდეგ ერთი სამხილიც არაა, გააქრეს!“.

დღეს კი, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ზაზა სარალიძე კომენტარს არ აკეთებს.

შესაძლებელია თუ არა, მოცემულ საქმეზე დაკავებულ პირთა წრე კვლავ გაიზარდოს? – „პრაიმტაიმმა“ ამ კითხვით დათუნა სარალიძისოჯახის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს მიმართა. რომლის თქმითაც, ოჯახი საქმეს დასრულებულად არ მიიჩნევს.

„საქმეს დასრულებულად არ მივიჩნევთ, სანამ სამოხელეო დანაშაულის კუთხის ნიშნითაც არ იქნება საქმეზე, წინ გადადგმული ნაბიჯი. რეალურად, მე რა განცხადებებსაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დაზარალებული მხარის პოზიციაა. მე მისი წარმომადგენელი ვარ და ჩემი განცხადება მისად აღიქმება. ჩვენი პოზიცია ეს არის, არ მივიჩნევთ საქმეს დასრულებულად სანამ, არ იქნებიან სწორედ ის პირების დანაშაული გამოვლენილი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ამ საქმის მსგავსად სხვა საქმეებზეც გავლენებს არ ჰქონდეს ადგილი“.

მოცემულ საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, მან სამოხელეო დანაშულის შესახებ საუბარი სხვებთან შედარებით უფრო ადრე დაიწყო.

„18 ადამიანის მიმართ დევნის დაწყება მაქვს მოთხოვნილი. დასაბუთებული მაქვს ყველაფერი. მაგრამ პროკურატურა ამას ცოცხალი თავით არ აკეთებს. რაც შეეხება მენაბდის დაკავებას. მინდა გითხრათ, რომ სისხლის სამართლის საქმეში დღეის მდგომარეობით არანაირი ახალი მტკიცებულება არ არსებობს. გარდა იმისა, რაც გუგა ბარბაქაძემ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მისცა. შემთხვევდან 3-4 საათში. რატომ არ გამახვილდა მაშინ ამაზე ყურდღება? საქმე ის არის, რომ მფარველობდნენ“…

შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები – გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია არიან. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.

ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

მიმდინარე წლის 15 აპრილს კი, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი გიორგი მენაბდე დააკავეს.

შსს ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

ინფორმაციას ” PrimeTime” ავრცელებს.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში
მთავარი

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „19.06.2026 წლის ჩანაწერი - ახალი წინასწარმეტყველება;  ეს არის მცირე ჩამონათვალი, ჩემი ჩანაწერებიდან და ყოველთვის ინახება ის საგულდაგულოდ დაცულ ადგილას. ჩემი ხილვების 100-დან...

დაწვრილებითDetails

“2026 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა” – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ....

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ –...

დაწვრილებითDetails

„ეს ნიშანი არ დააიგნოროთ“ – გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მიმართავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჯამრთელობისთვის საზიანო 4 ტიპის საკვებს ასახელებს
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: „დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და...

დაწვრილებითDetails

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „გლორი ტექსტილი...

დაწვრილებითDetails

ივნისის თვის ფავორიტი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ივნისში ყველაზე იღბლიან ნიშნებად ხშირად სახელდება: ტყუპები – ახალი შესაძლებლობები, კარიერული წინსვლა, ფინანსური ზრდა და წარმატებული კომუნიკაცია. ბევრ ასტროლოგიურ პროგნოზში სწორედ ეს ნიშანი ლიდერობს. კირჩხიბი – პიროვნული განახლება,...

დაწვრილებითDetails

„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან
მთავარი

ზუგდიდში ცნობილ ექიმს გლოვობენ. ზუგდიდელების გამორჩეულ ექიმს ნარგიზა ვეკუას, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გული აწუხებდა. გულისხმიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან: „საოცრად გულისხმიერი ნარგიზა...

დაწვრილებითDetails

„შენი ლამაზი ღიმილი მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო”- ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სამძიმრის პოსტს ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„შენი ლამაზი ღიმილი მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო”- ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სამძიმრის პოსტს ავრცელებს
მთავარი

ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სოციალურ ქსელში, პატარა ლილე გეგუჩაძეს ემშვიდობება, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. „შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე თვალები და კეთილი გული მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო“, - წერს ბაღი....

დაწვრილებითDetails

“სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს”-კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაჯანსაღდეს საერთო ვითარება. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში განუცხადა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"