სატრანსპორტო პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მიზანია მოქალაქეები სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებოდნენ ქალაქის ერთო ადგილიდან მეორე მიმართულებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში წარდგენის დროს განაცხადა.
მერის თქმით, მას და მის გუნდს სატრანსორტო პოლიტიკის მიზნები თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული.
„ჩვენ გვსურდა, რომ თბილისში ფუნდამენტურად შეგვეცვალა აქამდე არსებული მიდგომები, განგვეხორციელებინა შესაბამისი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი რეფორმები წამოგვეწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახი კალაძემ ასევე ხაზი გაუსვა ეკო- მეგობრულ ტრანსპორტის საკითხს და ისაუბრა ელექტრო მოტოციკლებსა და სკუტერებზე.
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აპლიკაციის საშუალებით შეიძინოს ან იქირავოს აღნიშნული ტრანსპორტი.
ეს არის ნიუს ფირმის მოტოციკლები, რომლებიც დატენილ მდგომარებაში 110 კილომეტრს გაგვატარებს.
კალაძის განცხადებით სკუტერი არ საჭიროვებს საწვაავს, არის ეკოლოგიურად სუფთა და არის ასევე უხმაურო.
ელექტრო- მოტოციკლეტების გამოყენება შესაძლებელი იქნება თავდაპირველად თბილისში, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენ დიდ ქალაქებში.












