LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უნიკალური აღმოჩენა კახეთში – დავითგარეჯის კომპლექსის უცნობი ეკლესია

უნიკალური აღმოჩენა კახეთში – დავითგარეჯის კომპლექსის უცნობი ეკლესია

დაპოსტა 2021/06/14-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება

კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში ექსპედიციის დროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის თანამშრომლებმა კლდეში ნაკვეთი გუმბათიანი ეკლესია სრულიად შემთხვევით იპოვეს. ტაძრის შესახებ აქამდე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. სპეციალისტების ვარაუდით ძეგლი IX-X საუკუნით თარიღდება და ის გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, სატორგეს მონასტრის ნაწილია.

სატორგეს სამონასტრო ქვაბული მდებარეობს დასავლეთიდან აღმოსავლეთით გაწოლილ ყაჯირის ქედზე, მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე, დალის წყალსაცავის დასავლეთით. მონასტრის ქვაბულები, ისევე როგორც გარეჯის სხვა მონასტრების შემთხვევაში, ძირითადად ქედის სამხრეთ და აღმოსავლეთ ფერდზეა ნაკვეთი, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და დაახლოებით 8 კმ-ზე გრძელდება. ქვაბულები ჯგუფ-ჯფუფადაა ნაკვეთი და ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე ძირითადად მიუვალია. ამ დრომდე სატორგედან ცნობილი იყო ერთი გუმბათიანი ეკლესია, რომელიც 1980-იან წლებში პირველად დააფიქსირა შალვა ლეჟავამ.

რაც შეეხება ახლადაღმოჩენილ მეორე გუმბათიან ეკლესიას, სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებისა და სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ სატორგეს კომპლექსის ეს ეკლესია უცნობი იყო, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ასევე სპეციალისტებს შორის.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის დამფუძნებელი ანზორ მჭედლიშვილი ამბობს, ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, როცა სატორგეს მონასტრის მონახულებისას, გზიდან შემთხვევით შეამჩნიეს გამოქვაბული, რომელსაც ფოტო გადაუღეს და გზა განაგრძეს, რადგან ამ ადგილას, რუკაზე არაფერი იყო აღნიშნული.

“როცა კომპიუტერში ფოტოებს ვამუშავებდი, დიდ ეკრანზე უკვე კარგად გამოჩნდა კლდეში გამოკვეთილი თაღები და ცხადი გახდა, რომ ეს ეკლესია უნდა ყოფილიყო” – ამბობს მჭედლიშვილი.

ტაძრის შესწავლის მიზნით, 2021 წლის 25 აპრილს განხორციელდა მორიგი ექსპედიცია, შესაბამისი სამთო-ალპინისტური აღჭურვილობით, რადგან ძეგლთან მისვლა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია. ცენტრის ხელმძღვანელმა ვასილ ჭიჭაღუამ, საკმაოდ რთული რელიეფის მიუხედავად, მოახერხა ეკლესიაში შესვლა. კლდეში ნაკვეთი უნიკალურია მისი მოყვანილობით და მხატვრული გაფორმებით შემორჩენილ ეკლესიას ოთხკუთხა ფორმა აქვს და სამხრეთით, კლდეში გაჭრილი კარით უკავშირდებოდა დანარჩენ ქვაბულებს.

ვიზუალური დაკვირვებით, ამჟამად ზემოხსენებული კარიც ამოქოლილია ნაშალი მასალით და გვერდით ნაგებობებში გასვლა შეუძლებელია, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გვერდით ნაგებობების კვალი დაფიქსირებულია ფოტოებზეც, თუმცა ისინიც სრულად ამოვსებულია ნაშალი მასალით ან დიდწილად ჩამონგრეულია.

ამჟამად ეკლესიის აღმოსავლეთის მხარე ჩამონგრეულია და საკურთხევლის ფორმის აღდგენა შეუძლებელია. ეკლესიის ინტერიერში ნალესობის, კედლის მხატვრობის, წარწერების ან სხვა სახის კვალი არ შეიმჩნევა. კედლები თანაბარი სიგრძისაა, დაახლოებით 4-5 მეტრის. თითოეული კედელი ორსაფეხურიანი დეკორატიული თაღითაა მოჩარჩოებული.

დარბაზი დასრულებულია კონუსისებრი გუმბათით, რომელიც სამსაფეხურიან გუმბათის ყელშია ჩასმული. გუმბათის პირველი საფეხური ვიწრო და სადაა. მეორე საფეხური 16 (აქედან ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ თოთხმეტი, სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთის კედელიც სხვა კედლების ანალოგიურად იქნებოდა.) ჩაკვეთილი წრითაა გაფორმებული, მესამე საფეხური კი კუთხეებში ჩაკვეთილი 4 წრით. მსგავსი ანალოგი, დღემდე ცნობილ კლდეში ნაკვეთ ეკლესიებში არ მოიძებნებება, შესაბამისად სატორგეს კომპლექსის ეს ახლად გამოვლენილი გუმბათიანი ეკლესია უნიკალურ ძეგლად რჩება.

რაც შეეხება ძეგლის დათარიღებას, ზუსტი ანალოგებისა და საისტორიო წყაროების არ არსებობის გამო, წინასწარი ვარაუდით, შეიძლება დათარიღდეს IX-X საუკუნეებით. თარიღის დაზუსტებისათვის საჭიროა ძეგლის სიღრმისეული და კომპლექსური კვლევა.

ეკლესიის ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გუმბათზე და ეკლესიის ჭერზე შეიმჩნევა ფართო ბზარები. კლდე, რომელშიც ნაკვეთია ეკლესია, საკმაოდ მარტივად იშლება. არსებული გეოლოგიული მდგომარეობიდან გამომდინარე არსებობს დიდი რისკი, რომ ეკლესია სრულად ჩამოიშალოს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრი ეკლესიაში და მის გარშემო არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ტურისტულ ჯგუფებს, არ უწევს აღნიშული ობიექტის მონახულების რეკომენდაციას.

წყარო : ” allnews.ge”.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება აჩვენებს, რომ ბიზნესზე არასწორი წარმოდგენა აქვს” – ბადრი ჯაფარიძე

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
“მჯერა, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება”- ბადრი ჯაფარიძე
მთავარი

ეს განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე, - ასე პასუხობს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მეხუთე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ლელო“ ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტია“. ჯაფარიძის...

დაწვრილებითDetails

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია” – კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ
მთავარი

საერთოდ აბსურდია ყველაფერი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ და რაზეც არის საუბარი რეზოლუციაში, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას ეხება. კობახიძის თქმით, ყველა მსგავსი...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა, თითოეულ მათგანს ამისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“რუსეთისთვის მიუღებელია დასავლეთის მიერ თავსმოხვეული „წესები“, რომელიც ნეოკოლონიურ ამბიციებს მალავს”- პუტინი

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
პუტინი ბალიში G_20_ის ლიდერების სამიტს არ დაესწრება
მთავარი

რუსეთისთვის მიუღებელია დასავლეთის მიერ თავსმოხვეული „წესები“, რომელიც ნეოკოლონიურ ამბიციებს მალავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა თანაშემწემ, იური უშაკოვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე წაიკითხა. „როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები...

დაწვრილებითDetails

შსს-ს მომსახურების სააგენტო სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ
მთავარი

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუსმენენ. ლევან იოსელიანი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგება და დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2025 წლის ანგარიშს გააცნობს. შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

მცენარე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია – ექიმის რეკომენდაცია

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
„მასთან მიკარებითაც კი ყველა დაავადებას მოირჩენ…“ – რეჰანის ჯადოსნური თვისებები
მთავარი

რეჰანი ნაზი, სითბოს მოყვარული მწვანილია. შუა საუკუნეების "სააქიმო წიგნებში" მას სასწაულმოქმედ მცენარედ მოიხსენიებენ. ძველი წყაროების თანახმად, თურმე რეჰანი ძლიერ აღვივებდა ვნებას, მის ფხვნილს კი შაკიკიანი ავადმყოფები ყნოსავდნენ. რეჰანის საუცხოო სურნელი...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

28 ივნისს, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. ღვთისმსახურება...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია და ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დგინდება,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 88 მოქალაქე გააძევა

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 88 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"