“2017-2021 წლებში თბილისის მერიამ სეზონური მცენარეების შესასყიდად 1,245,127 ლარი დახარჯა, ხოლო ბათუმის მერიამ – 560,918 ლარი.
? შესყიდულ მცენარეთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე თვეა და ისინი მალევე ხმებიან.
? მხოლოდ 2020 და 2021 წლებში, პანდემიის დროს, თბილისის მერიამ რეკორდული თანხა – 600 ათასზე მეტი დახარჯა სეზონურ ყვავილებზე.
? სეზონურ მცენაარეებში დახარჯული თანხით თბილისის მერია 2,143 ნერგი უნგრული ცაცხვის შეძენას შეძლებდა.
თქვენი აზრით, ბიუჯეტიდან თანხები უნდა იხარჯებოდეს სეზონურ მცენარეებში, რომლებიც რამდენიმე თვეში ხმება?”
ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.