LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ერთი შეცდომა მოუვიდა – რას ყვება ვახო სანაია ბაჩალიაშვილის საქმეზე

დაპოსტა 2021/06/14-ში
165
ნახვა
გაზიარება

“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ჟურნალისტი ვახო სანაია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას, ორ მნიშვნელოვან დეტალს იხსენებს. ერთი მათგანი არასრულწლოვანის ინტერვიუს ეხება, მეორე კი გზაზე მდებარე კამერას, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის მარშრუტი უნდა გადაეღო.

 

ამბობს, რომ სოფელში, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ჩაწერა არასრულწლოვანი, რომელიც ამბობდა, რომ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების შემდეგ სოფელში დაინახა. მისივე თქმით, ამ არასრულწლოვანის გარდა იგივე ინფორმაციას კიდევ 2 ბავშვი უდასტურებდა.

 

ჩაწერილი მასალა მივიტანე მისი ოჯახის წევრთან და მოვიპოვე თანხმობა, რომ ეთერში გასულიყო. ეთერში გაშვებამდე დაახლოებით 3-ჯერ ვესაუბრეთ ამ არასრულწლოვანის ოჯახს და სამივეჯერ მივიღეთ თანხმობა, მაგრამ, როგორც კი გავიდა მასალა ეთერში, ამ გოგონამ აღელვებულმა დაგვირეკა და მასალის წაშლა გვთხოვა, მიზეზი არ უთქვამს, მივხვდი, რომ მარტო არ იყო, როდესაც გვესაუბრებოდა”, – თქვა სანაიამ.

 

ადვოკატების თქმით, არასრულწლოვანმა გამოკითხვაზე ეს ინფორმაცია უარყო.

 

სანაიას თქმით, ამის შემდეგ გოგონასთან კავშირი შეწყდა, რის გამოც, სარედაქციო ჯგუფი, არასრულწლოვანთან სოფელში ჩავიდა. სოფელ გოლთეთამდე, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, არის ერთი სოფელი, სადაც გაჩერდნენ გამგეობის შენობის წინ, სადაც კამერა იყო ჩართული. როგორც სანაია ამბობს, კამერის შესახებ ინფორმაცია რწმუნებულთანაც გადაამოწმა, რომელმაც უთხრა, რომ დღის განმავლობაში კამერა მუშაობდა. შემდეგ კი უარყო. საუბარია, წინწყაროს კამერაზე. სანაია ამბობს, რომ ამ კამერის გადასაღებად შემდეგ სპეციალურად ჩავიდნენ:

 

“ჩვენ თვალწინ გაითიშა კამერა, დამადასტურებლად ტელეფონით ვიღებდით, გამოიარა ძალიან მაღალი სიჩქარით მანქანამ, რომელმაც ფანჯარა ჩამოწია, შემოგვხედა, წავიდა ერთი შეცდომა მოუვიდა, თავისი პოლიციის ქურთუკი გადაკიდებული ჰქონდა მანქანის უკანა სავარძელზე, რომელიც ჩვენმა ოპერატორმა დააფიქსირა”, – თქვა სანაიამ.

 

ადვოკატის თქმით, კი ამ კამერის ჩანაწერები მოითხოვეს, რაზედაც მიიღეს პასუხი, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დროს არ მუშაობდა, მანამდე და მერე – კი.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი

სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.

გაზიარება66

დაკავშირებული -პოსტები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის...

დაწვრილებითDetails

” 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე”- სალომე ზურაბიშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს იქ დგომით განაცხადს, რომ არ შეეგუა იმას, რაც ამ ორი წლის...

დაწვრილებითDetails

“მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი…”-მოკლული მასწავლებლის დედა ეკა კუპატაძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოს დერეფანში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ბრალდებულ ნია იმნაძის ბიძამ  პროვოკაცია მოუწყო. ეკა კუპატაძის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე ნია იმნაძის...

დაწვრილებითDetails

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162...

დაწვრილებითDetails

გრამი ოქროს ფასი შეიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასები კვლავ ეცემა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულება 3 530 დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეს მისი ღირებულების 0.97%-იან ვარდნას წარმოადგენს. იაფდება ვერცხლიც. ამ დროისთვის 1...

დაწვრილებითDetails

“ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინამორბედებს, საერთო არ აქვს არც რეალობასთან” – ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ამ რეზოლუციას, ისევე როგორც სხვა წინამორბედებს, არაფერი საერთო არ აქვს არც რეალობასთან, არც სამართლიან ფაქტებთან - მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამას არანაირი არც ფასი, არც შედეგი არ აქვს, -...

დაწვრილებითDetails

“„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა” – არჩილ გორდულაძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“...

დაწვრილებითDetails

” ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს” – ლაშა ფარულავა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

სურათი ნათელია, ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს - ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ კრიმინალების ეშინია, პასუხისმგებლობას გაურბის და ბიძინა ივანიშვილს ეფარება, - ამის...

დაწვრილებითDetails

” დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით ” – სერგეი ლავროვი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. “დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას,...

დაწვრილებითDetails

“სისტემური დანაშაულია, როცა ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას” – ირაკლი ღარიბაშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

სისტემური დანაშაულია, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».