საქართველოს რკინიგზა ახალი რელსების შესყიდვას აპირებს. ამისთვის კომპანიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება თითქმის 53 მილიონი ლარია. საქართველოს რკინიგზამ უნდა შეისყიდოს, როგორც რელსები, ასევე სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა.
ოპოზიციაში კორუფციის ნიშნებს ხედავენ და ამბობენ, რომ რკინიგზას ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ხელმძღვანელობით მართავს კლანი, რომელიც სრულად განაგებს ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული ობიექტის ფინანსებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ვარაუდობენ, რომ რელსების შესყიდვის შეთანხმება შესაძლოა ერთ-ერთ რუსულ კომპანიასთან გაფორმდეს, ვინაიდან ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის შედგა, რუსულ ენაზეა.








