სენაკი-ხორშის გზაზე ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით, ფეხში დაჭრეს. შემთხვევა სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ის მედიასთან არც დაჭრის მიზეზებზე საუბრობს და არც იმ პირის ვინაობაზე, ვინც ის დაჭრა. დაჭრილი ასევე უარყოფს დაპირისპირებასაც.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირია.
“მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი დეტალებს ადგილზე არკვევს. ინფორმაციას ვარკვევთ შსს-შიც.








