LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ეს ხელისუფლება უფრო ღორია, 1000 ლარს მთხოვს, წინა 400 მთხოვდა” – გოგი წულაის სასამართლო პროცესი გადაიდო

რას წერს გოგი წულაია ციხის დღიურებში

დაპოსტა 2021/06/12-ში
A A
118
ნახვა
გაზიარება

თითქმის სამი თვეა, 2021 წლის 17 მარტიდან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობის დღეებს გლდანის ციხეში ატარებს.

 

“მთავარი არხის” ვებგვერდს მან საკუთარი ჩანაწერები გაუგზავნა, სადაც საკუთარ ემოციებზე, ციხის კედლებს შორის გატარებულ დღეებსა და ყოველდღიურობაზე საუბრობს. ჩანაწერები მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯის დღიდანაა გაკეთებული.

 

გოგი წულაიას ჩანაწერებს უცვლელად გთავაზობთ:

 

19 მარტი – ხუთშაბათი

მოსამართლემ მლეწა 2-თვიანი და პროკურორმაც და მოსამართლემაც ბედნიერი სახით რომ დავალება შეასრულენ, რომ მათ ხელფასებს, ბედნიერებას პრობლემა არ შეექმნებათ, მთავარი მათთვის ხომ ეს არის. სამართალი და გოგი წულაია თავისი ოჯახით ფეხებზე არ კიდიათ? დატოვენ დარბაზი, მე დამადვეს ბორკილები და ჰერი-ჰერი მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ, ანუ გლდანის ციხისკენ.

 

შემიყვანეს ციხეში და ისე შემხვდენ ციხის მოსამსახურე პერსონალი, ღვიძლი ბიძაშვილები მეგონა. სოლიდარულები იყვნენ სუყველანი დაბალი ჩინიდან დაწყებული, მაღალი ჩინით დათავრებული. დამთავრდა პროცედურები და მოვითხოვე, რომ თუ სადმე შიმშილობდნენ, ისეთ კამერაში შევეყვანე. მე უკვე 2 დღე, კაპეზედან დაწყებული ვშიმშილობდი და სამარტოო საკანში 107-ე ნომერში დამაბინავენ. ყურადღება იყო მართლა ნორმალური მაგრამ შემიყვანენ თუ არა, დაღლილ-ნანერვიულებს მალე დამეძინა.

 

20 მარტი – პარასკევი

ხარ ახალ, შენთვის თითქმის უცნობ სამყაროში და იწყებ ფიქრს, როგორ გაუძლო ღირსეულად, არ დაყარო ფარხმალი. თავში მხოლოდ ეს მიტრიალებს და ვიწყებ გახსენებას ოფისიდან, ციხიდან დაწყებული, “თეთრი ბაირაღებით” დამთავრებული თუ რამე წამიკითხავს, თუ რამე მინახავს, თუ რამე მოუყოლიათ და წამოვიდა და წამოვიდა გონებაში მოგონებები.

 

ჩემი პარლამენტარობის დროს 1992-1995 და 2004-2009 და სხვადასხვა დროს ნამყოფი ვარ რუსთავის კოლონიაში, თბილისის ციხეში (ძველში). რამდენჯერმე ქუთაისის ძველ და ახალ ციხეში, ქსნის ორივე ზონაში და გეგუთის ზონაში და რავიცი კიდო სად არა. ორი ამბავი მახსენდება ყველაზე უფრო.

 

გეგუთის ციხეში იჯდა თემური ჟორჟოლიანი. ჩემი ყოფილი მონარქისტულ-კონსერვატორული პარტიის თავმჯდომარე. აცხონოს ღმერთმა. ყველა ხელისუფლებას ჰყავდა დაჭერილი, ზვიადის, ედიკას და მიშასაც და არ არის ცოცხალი, თორემ ესეც დაიჭერდა. 1996 წელი არის ედიკას ხელისუფლება, ჩავედით მე და ჩემი მეგობარი სანახავად. ის შეუშვეს, მე საბუთის თუ რაღაც მიზეზით არ შემიშვენ, გარეთ ველოდებოდი. არ გასულა 20 წუთი, მიძახიან შემოდი. შემიყვანენ. ვიკითხე, ეს როგორ. ამიხსნენ, თურმე თემურიმ თხოვა ზონის მაყურებელს, კანონიერ ქურდს დურუს. გარდაცვლილია, მოკლენ ქუტაისელი თან სულ ბოდიშებს მიხდიდნენ რომ გალოდინეთო. მოკლედ რომ ვთქვა, ასე დამთავრდა ჩემი შეხვედრა თემურთან.

 

…მეგობარი მოვიდა, ბავშვი მომინათლეო. კი-თქვა, სხვა რა უნდა უთხრა, როცა ნათლობას გთხოვენ. შავი სამყაროს წარმომადგენელია, ედიკას დროა. ხო მარა იცოდეო, ქსნის ციხეში უნდა მოვნათლოთო. ნათლია 4 ვიყავით მაგრამ ერთ-ერთი, გია, ქუთაისელი ქურდი, ქსნის ზონის მაყურებელი იყო. ჩავედით, მამაოც ადგილზეა, 20-ლიტრიანი, თავის პურ-მარილიც მზად არის. მოვნათლეთ და დაღამებამდე ჰარი-ჰარალეც გავმართეთ.

 

აღსნა მომცა კარგი, ნათლული ბიჭია, პოლიტიკოსსაც მოგანათლიეო, ქურდსაცო და მშრომელ ადამიანებსაცო. აირჩიოს რომელიც უნდაო. გადასძალა ქურდულმა – საბერძნეთში იყო დაჭერილი…

 

92-95 წლების, ანუ პირველი პარლამენტის მოწვევის წევრი ვარ და მთხოვენ პატიმრის ნახვას მის უფლებებთან დაკავშირებით. მახლავს ეს მეგობარი, ვინც მთხოვა. ავდივართ რეჟიმის უფროსთან, მაშინ, ანუ ედიკას პერიოდში, ნებისმიერ პარლამენტარს შეეძლო ციხეში მისვლა და პატიმრის ნახვა. მერე მიშამ გაამკაცრა და პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მოგცეს უფლება. მოკლედ, რომ უნდა შევიდეთ კაბინეტში, გამოჰყავთ პატიმარი კაბინეტიდან და რას ვუყურებ – ჩემ უკანა ბინაში მცხოვრებია. სახელად რაული, რომელსაც სიკვდილი აქვს მისჯილი. გამარჯობა. არ მპასუხობს. რაულ, სიგარეტი ხომ არ გინდა, რამეს ხომ არ დამაბარებ, თავი გადაიქნია და წავიდა. მისი თვალებიდან სიკვდილი უკვე იყურებოდა. მოძრავი მკვდარი იყო. თურმე მალე დახვრიტენ, რამდენიმე თვეში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. მეც მივეცი ხმა. ახლაც თვალწინ მიდგას მისი თვალები.

 

21 მარტი – შაბათი

მოვითხოვე, თუ გაქვთ ახალი აღთქმა, კი გვაქვს მაგრამ ერთი ცალიო და რომ მივაგნებთ, რომელ კამერაში აქვთ წაღებული, მოგიტანთო. თუკი პატიმარმა ახალი აღთქმა მოითხოვა და მონანიება-გამოსწორება უნდა, 3 ეგზემპლარი მაინც უნდა ქონდეს ამხელა ციხეში. რომ გავალ აუცილებლად ვაჩუქებ რამოდენიმე ცალს.

 

1 საათში მომიტანენ და გადავეშვი მის კითხვაში.

 

22 მარტი – კვირა

ადვოკატი მოვიდაო და გამომიყვანენ კამერიდან ალბათ 40 წუთში დამაბრუნენ კამერაში. პატიმარი დამხვდა, გავიცანით ერთმანეთი. წალენჯიხელი იყო, ვისაუბრეთ. მეც ვშიმშილობო და მიტომ შემომასახლეს შენთანო.

 

შევთანხმდით, რომ მეგრულის გაკვეთილებს ჩამიტარებდა. მე ჩემი ჭკუის სწავლა ხომ არ არის, საერთოდ ყველას ვენდობი. სულ მეჩხუბებოდა მამაჩემი, მაგ მიამიტობა დაგღუპავსო და ქეც დამღუპა, ვარ ახლა ციხეში. მოსაყოლი რა მქონდა, რომ მომეყოლა და ამისთვის არ ყავდათ გამოშობილი ეს, მერე მივხვდი, მაგრამ ერთი სამჯერ რომ მკითხა რამდენხანს აპირებ შიმშილობასო და ვუთხარი, რომ ამ დღეებში ალბათ შევწყვეტ-თქვა, 1 საათში, მე მეტს ვეღარ ვუძლებო და მორიგეს გააყვანინა მისი თავი.

 

ასე დამთავრდა ჩემი მეგრულის სწავლა. მოკლედ რომ ვთქვა, რამდენს გავუძლებდი ის აინტერესებდათ და ის გაჭირვებულიც 2 დღე აშიმშილენ.

 

ახლა გადავიკითხე ჩემი დღიურები. არ მომეწონა და თავს ვანებებ წერას….

 

ამის შემდეგ, გოგი წულაიამ დღიურების წერა უკვე “მთავარი არხის” ვებგვერდის თხოვნით გააგრძელა. მის ჩანაწერებს ,,მთავარი” მკითხველს, ეტაპობრივად, მომდევნო დღეების განმავლობაში შესთავაზებს.

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

18 ივნისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა მამაკაცი სასაზღვრო გამშვებ...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
სატვირთო მანქანების უპრეცედენტო რაოდენობაა – რა ხდება სარფში
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებით. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანის რჩევას.   კურო სასიამოვნო სიახლე ან მოულოდნელი შეხვედრა კარგ განწყობას...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი სტაბილურად მაღალია – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 324 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

“მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო - ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6554 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ სტრატეგიულ კურსს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი. „ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეორიენტაცია ევროატლანტიკური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"