წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში ოთხი პირია შეყვანილი.
როგორც კლინიკაში აცხადებენ ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის ამ წუთებში საოპერაციოშია შეყვანილი. მეორე პირი ასევე მძიმეა და ის პოლიტრავმებით რეანიმაციაშია მოთავსებული. რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ კვლევები.
ცნობისთვის ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.








