ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია დაჭრილი. 55 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.
წინასწარი ინფორმაციით, მან დაზიანება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გავარდნის შედეგად მიიღო. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ არის ცნობილი.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.









