მე-5 დაბადების დღეს განადგურებული, პარალიზებული ისევ საპყრობილეში ხვდება” – წერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე. მისი თქმით, დღეს ციხეში მყოფ სასულიერო პირს მოინახულებს.
“ერმა თუ ბერმა ყველამ იცის რომ უდანაშაულოა, თუმცა მე-5 დაბადების დღეს განადგურებული, პარალიზებული ისევ საპყრობილეში ხვდება. დღეს 37 წლის გახდა. მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ.დღეს მოვინახულებ და თქვენს მილოცვას და თანადგომას გადავცემ, ამით ის ძლიერდება”, – წერს თორნიკე მამალაძე.
შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.
ციხეში ყოფნის შედეგად დეკანოზის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, თუმცა, საპატრიარქოს ხელისუფლებისთვის მისი შეწყალების რეკომენდაციით არ მიუმართავს. ბოლო პერიოდში ის სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული, მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.









