წუხელ თემქაზე ერთ-ერთ კორპუსთან პოლიცია იყო მობილიზებული. “რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ახალგაზრდმა მამაკაცმა ნაცნობ ქალზე იძალადა.
30 წლამდე ქალი პოლიციამ უკვე დაკითხა. საუბარია გაუპატიურების მცდელობაზე. სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება სამართალდამცავ უწყებაში.
დადგენილია სავარაუდო ბრალდებულიც ვინაობაც. ის დაზარალებულის ოჯახის ახლობელია. დამატებითი დეტალები გარკვეული მიზეზების გამო არ საჯაროვდება.









