ხონის სასულე ორკესტრი 131 წლისაა. ალბათ ცოტამ იცის, რომ იგი საქართველოში პირველი სასულე ორკესტრია. ,,დუხავოი“, როგორც მას ხშირად ეძახდნენ, დაფუძნების დღიდან დღემდე წარმატებით უმკლავდება დროის დინებას. ორკესტრის მდიდარი გამოცდილება და წარმატებების ისტორია ძველი და ახალი თაობის მუსიკოსებს ერთნაირად ეამაყება.
ცნობილი ქართველი რეჟისორის ნანა მჭედლიძის ფილმში ,,იმერული ესკიზები“ , მაყურებელს ხონის სასულე ორკესტრის მონაწილეობით, არაერთი საინტერესო ეპიზოდი დაამახსოვრდა.
აღსანიშნავია, რომ ხონში წარმოუდგენელია სახალხო დღესასწაული, რომელშიც სასულე ორკესტრს საპატიო ადგილი არ ეკავოს.









