LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ მუშაობს ჩინური წარმოების “Sinovac”-ის ვაქცინა

როგორ მუშაობს ჩინური წარმოების “Sinovac”-ის ვაქცინა

დაპოსტა 2021/06/08-ში
A A
32
ნახვა
გაზიარება
როგორ მუშაობს ჩინური წარმოების “Sinovac”-ის ვაქცინა -:
თავდაპირველად ეს ვაქცინა ჩინეთმა და რამდენიმე სხვა სახელმწიფომ დაამტკიცა საგანგებო გამოყენებისთვის, პირველ ივნისს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანიჭა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია. მაისის ბოლოდან, “Sinovac”-ით ვაქცინაცია საქართველოშიც მიმდინარეობს.
ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა სიმპტომურ თუ უსიმპტომო ინფექციათა წინააღმდეგ 50,65 პროცენტია. თურქეთში ჩატარებულმა ცდებმა კი აჩვენა, რომ სიმპტომური კორონავირუსის წინააღმდეგ ის 91,25 პროცენტით არის ეფექტიანი.
“Sinovac” იმუნურ სისტემას კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას ასწავლის. ანტისხეულები ეკვრის ვირუსულ ცილებს, ზედაპირზე გამოშვერილ ე.წ. წვეტ ცილებს. ვაქცინის შესაქმნელად, კომპანია “Sinovac”-ის მკვლევრებმა კორონავირუსის ნიმუშები აიღეს პაციენტებისგან ჩინეთში, ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. თანდათანობით გამოიკვეთა, რომ ჩინეთში აღებული ნიმუში უკეთესი იყო და ვაქცინის საფუძვლად სწორედ ის გამოიყენეს.
კორონავირუსის დიდი მარაგები მკვლევრებმა მაიმუნის თირკმლებში გამოზარდეს. ამის შემდეგ, ვირუსები მათ ქიმიური ნივთიერება ბეტა-პროპიოლაქტონით დაამუშავეს. ეს ნაერთი კორონავირუსის გენებს ბოჭავს და ქმედუუნაროს ხდის. ინაქტივირებულ კორონავირუსს გამრავლება უკვე აღარ შეუძლია. თუმცა, ხელუხლებელი რჩება მისი ცილები, მათ შორის წვეტი ცილები.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა ინაქტივირებული ვირუსები აიღეს და დაუმატეს მცირე ოდენობით ალუმინზე დაფუძნებული ნაერთი, რომელსაც ადიუვანტს უწოდებენ. ადიუვანტი იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, რომ ვაქცინისადმი პასუხი უფრო გააძლიეროს. უნდა აღინიშნოს, რომ ინაქტივირებულ ვირუსებს საუკუნეზე მეტია იყენებენ. 1950-იან წლებში, ამერიკელმა ვირუსულოგმა ჯონას სოლკმა მათი გამოყენებით შექმნა პოლიომელიტის ვაქცინა. გარდა ამისა, ინაქტივირებული ვირუსები ცოფისა და A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინების საძირკველიც არის.
ვინაიდან ვაქცინა “Sinovac”-ში შემავალი კორონავირუსები მკვდარია, მკლავში გაკეთებისას ისინი კოვიდს ვეღარ იწვევენ. სხეულში მოხვედრის შემდეგ, ინაქტივირებულ ვირუსთა ნაწილს შთანთქავს იმუნური უჯრედების ერთი ტიპი, რომელსაც ანტიგენწარმდგენი უჯრედი ეწოდება.
ანტიგენწარმდგენი უჯრედები კორონავირუსს შლის და მის ზოგიერთ ფრაგმენტს საკუთარ ზედაპირზე იკრავს. ამ ფრაგმენტების დაფიქსირება შეუძლია ე.წ დამხმარე T-ლიმფოციტებს. თუ ფრაგმენტი მისი ზედაპირის რომელიმე ცილაში ჩაჯდა, T-ლიმფოციტები აქტიურდებიან და სხვა იმუნურ უჯრედებსაც უხმობენ ვაქცინასთან შესაპასუხებლად.
ინაქტივირებულ კორონავირუსს შეიძლება გადაეყაროს იმუნური უჯრედების კიდევ ერთი ტიპი, რომელსაც B-ლიმფოციტებს უწოდებენ. B-ლიმფოციტებს ზედაპირზე წარმოუდგენლად მრავალგვარი ფორმის ცილები აქვთ და ზოგიერთ მათგანს შეიძლება კორონავირუსთან ჩაჭიდებისათვის შესაფერისი ფორმა ჰქონდეს. როდესაც B-ლიმფოციტები იკეტება, შეუძლია შიგნით შეიტანოს ვირუსის რაღაც ნაწილი ან მთლიანად ვირუსი და კორონავირუსების ფრაგმენტები საკუთარ ზედაპირზე გამოიტანოს.
კორონავირუსის წინააღმდეგ გააქტიურებულ დამხმარე T-ლიმფოციტებს იმავე ფრაგმენტთან ჩაჭიდება შეუძლიათ. როცა ასე ხდება, აქტიურდება B-ლიმფოციტებიც. ისინი მრავლდებიან და წარმოქმნიან ანტისხეულებს, რომლებსაც იგივე ფორმა აქვთ, რაც მათ საკუთარ ზედაპირის ცილებს.
“Sinovac”-ით ვაქცინირების შემდეგ, იმუნურ სისტემას ცოცხალი კორონავირუსების ინფექციასთან შეპასუხებაც შეუძლია. B-ლიმფოციტები აწარმოებენ ანტისხეულებს, რომლებიც შემოჭრილ ვირუსებს იჭერენ. ანტისხეულებს, რომლებიც წვეტ ცილებს იღებენ მიზანში, შეუძლიათ აღკვეთონ ვირუსის უჯრედში შესვლა. სხვა სახის ანტისხეულებმა ვირუსი შეიძლება სხვა გზით დაბლოკონ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაქცინა კორონავირუსისგან გარკვეულწილად გვიცავს, ჯერ არავის შეუძლია იმის თქმა, რამდენ ხანს გრძელდება ეს დაცვა. არ არის გამორიცხული, რომ ანტისხეულების დონე რამდენიმე თვეში შემცირდეს. თუმცა, იმუნური სისტემა ასევე შეიცავს სპეციალურ უჯრედებს, რომლებსაც მეხსიერების B-ლიმფოციტები ეწოდება. კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია მათ შეიძლება წლების ან ათწლეულების განმავლობაში შეინახონ.
ქრონოლოგია:
 იანვარი, 2020 – “Sinovac”-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ინაქტივირებულ ვირუსზე მუშაობა დაიწყო.
 ივნისი 2020 – 743 მოხალისეზე ჩატარებულმა კლინიკური ცდების პირველმა და მეორე ფაზებმა სერიოზული გვერდითი ეფექტები ვერ გამოავლინა.
 ივლისი 2020 – “Sinovac”-მა ცდების მე-3 ფაზა ბრაზილიაში დაიწყო, შემდეგ კი ინდონეზიასა და თურქეთში. ცდების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ ვაქცინა შეზღუდული, საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მისცა.
 ოქტომბერი 2020 – აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ცზიასინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვაქცინას ისინი შედარებით მაღალი რისკის სამსახურის მქონე ადამიანებს უკეთებდნენ, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, პორტების ინსპექტორებსა და საჯარო სერვისების პერსონალს.
ბრაზილიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ “Sinovac”-ი ყველაზე უსაფრთხო აღმოჩნდა მათ ქვეყანაში ხუთ ვაქცინაზე მიმდინარე ცდების მე-3 ფაზაში.
 ნოემბერი 2020 – “Sinovac”-მა ცდების პირველი და მეორე ფაზის მონაცემები სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა ანტისხეულების შედარებით მოკრძალებული ოდენობით წარმოქმნა. მხოლოდ მე-3 ფაზას უნდა ეჩვენებინა, საკმარისია თუ არა ეს რაოდენობა კორონავირუსისგან დასაცავად.
ბრაზილიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გვერდითი ეფექტის გამო, “Sinovac”-ის ცდა შეჩერდა. დეტალები ბუნდოვანი იყო და გაჩნდა ეჭვები, რომ ამის მიზეზი პოლიტიკა იყო. განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, ცდა გაგრძელდა.
 დეკემბერი 2020 – “Sinovac”-მა განაცხადა, რომ 2020 წელს 300 მილიონ დოზას დაამზადებდა და წლიურ წარმოებას 600 მილიონამდე გაზრდიდა.
ბრაზილიელმა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 50 პროცენტზე მეტია.
თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 91,25 პროცენტია.
 იანვარი 2021 – ბრაზილიელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 78 პროცენტია. კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში ვაქცინირებულთაგან არავის განვითარებია კორონავირუსის მძიმე ან საშუალო შემთხვევა. თუმცა, ეფექტიანობის შეფასება ეფუძნებოდა ვაქცინის მოქმედებას მოხალისეთა ქვეჯგუფში. უცნობი რჩებოდა ზოგადი ეფექტიანობა.
ინდონეზიამ “Sinovac”-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
 ბრაზილიელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ვაქცინის ზოგადი ეფექტიანობა 50 პროცენტზე ოდნავ მეტია. თურქეთმა ის გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
 თებერვალი 2021 – “Sinovac”-მა განაცხადა, რომ ჩინეთმა მისი ვაქცინა ჩვეულებრივი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
 აპრილი 2021 – “Sinovac”-მა განაცხადა, რომ მესამე საწარმოო ხაზი გახსნა და წარმოების წლიური მოცულობა 2 მილიარდ დოზამდე გაიზარდა.
 ივნისი 2021 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “Sinovac”-ის ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.
გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს „11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც 12 მაისს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
მთავარი

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ...

დაწვრილებითDetails

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა
მთავარი

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას...

დაწვრილებითDetails

კვირის ფინანსური ასტროლოგიური პროგნოზი -რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ამ კვირაში ფინანსური ენერგია განსაკუთრებით აქტიურდება და ბევრი ზოდიაქოს ნიშნისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ასტროლოგები ამბობენ, რომ სწორ დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანოს. ვერძი — მოსალოდნელია დამატებითი შემოსავალი ან ახალი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 12 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6843 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6843 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება
მთავარი

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება. ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ გამოაცხადა. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ახალმა პატრიარქმა თავად მიიღო. საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს,...

დაწვრილებითDetails

ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
მთავარი

სამების ტაძარში საქართველოს ახალი პატრიარქის ასარჩევი ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის...

დაწვრილებითDetails

“გლოვობს მთელი აწყური” – ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
“გლოვობს მთელი აწყური” – ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და აწყურ­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა, 2 კი და­შავ­და. ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ აწყურ­თან "სუ­ბა­რუს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ცხენს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც გი­ორ­გი ტა­ბა­ტა­ძე და...

დაწვრილებითDetails

ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
მთავარი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. საპროცესო შეთანხმების ფაქტს, ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ადასტურებს. ადვოკატის ინფორმაციით, ზვიადაურმა ციხე 2026 წლის მარტში, შეთანხმების პირობების შესაბამისად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"