ავტოსაგზაო შემთხვევა გორში მსხვერპლით დასრულდა. მშვიდობის გამზირზე მანქანა ორ ქვეითად მოსიარულე მოზარდს შეეჯახა, რის შედეგად ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გოგონა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.გ
როგორც ცნობილია გოგო და ბიჭი შეყვარებულები იყვნენ.
ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ რა დროსაც მანქანა დაეჯახათ. თვითმხილველების თქმით 19 წლის ბიჭი შეყვარებულ გოგოს გადაეფარა და ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 16 წლის გოგო კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
ადგილობრივები ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ. ისინი ყვებიან, რომ ქალაქის ამ უბანში მძღოლები უკვე წლებია საშიშად მოძრაობენ და, შედეგად, არაერთი ქვეითი დაშავდა ან გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო დახმარების ეკიპაჟები.










