ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით – “ენერგეტიკის განვითარების ფონდი ” ჰესების პოპულარიზაციაში 200 000 ლარს ხადარჯავს.
ხოლო დირექტორის ხელფასი თვეში 16 000 ლარია.
ენერგეტიკის განვითარების ფონდმა მოამზადა ნამოხვანჰესის ეკოლოგიური დასკვნა და გაუმჭვირვალედ შეარჩია ჰესის მშენებელი კომპანია.
ფონდს საზოგადოებასთან უკუკავშირი ევალებოდა, მაგრამ საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მხოლოდ 215 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ გადაწყვიტა.
საინფორმაციო კამპანიის ხელშეკრულება 2021 წლის 25 მაისს გაუფორმეს შპს კალიგრამს, რომელიც 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა.
მიუხედავად იმისა, რომ კალიგრამი ახლახანს დაფუძნდა, სახელმწიფომ უკვე მოასწრო მასთან 4 ხელშეკრულების გაფორმება უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით, რომელთა საერთო ფასი 300 ათასს შეადგენს.











