ხმაური იყო წუხელ რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ გზაზე. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, ჰესის მშენებელი კომპანია სამშენებლო მასალების შეტანას გეგმავდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, კომპანიამ ხეობაში შესასვლელი ალტერნატიული გზა აღმოაჩინა, სადაც მოხდა დაპირისპირება.
ამ დროისთვის აქტივისტები აღნიშნულ სოფელში კარავს შლიან.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, დღეს დილით დიდი რაოდენობით პოლიციელი გადაადგილდებოდა ხეობის მიმართულებით.
ამ დროისთვის ხეობაში მშვიდი მდგომარეობაა.










